https://sputnik-georgia.com/20231207/qarqashadze-2023-wels-qartuli-samoqalaqo-aviaciistvis-mnishvnelovania-284776747.html
ქარქაშაძე: 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული წელია
ქარქაშაძე: 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული წელია
Sputnik საქართველო
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, დღევანდელ დღემდე ქართულმა ავიაციამ ბევრი გამოწვევითა თუ გამარჯვებებით სავსე დიდი გზა გაიარა 07.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-07T18:19+0400
2023-12-07T18:19+0400
2023-12-07T18:19+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/13/233381320_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_3b7cea350c24e52cdfee6292b3737edd.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელი ისტორიულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციისთვის, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ავიაციის სექტორში დასაქმებულთათვის პროფესიული დღის მილოცვისას.სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე (International Civil Aviation Day) მთელ მსოფლიოში 7 დეკემბერს აღინიშნება.მისი თქმით, დღევანდელ დღემდე ქართულმა ავიაციამ ბევრი გამოწვევითა თუ გამარჯვებებით სავსე დიდი გზა გაიარა.ქარქაშაძემ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამოქალაქო ავიაციისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევად კოვიდპანდემია დაასახელა.„თუმცა, ავიაციის სექტორში დასაქმებულმა თითოეულმა პროფესიონალმა ღირსეულად გადალახა პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენები და დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში გვაქვს პირდაპირი საჰაერო წვდომა 35 ქვეყნის 67 ქალაქის მიმართულებით", - განაცხადა ქარქაშაძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე 50 სამგზავრო ავიაკომპანია ოპერირებს, რომელთაც ქართულ ეკონომიკაში დიდ წვლილი შეაქვთ.სამოქალაქო ავიაციის დღე1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას, რომელიც საჰაერო სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია და განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის, უსაფრთხო ფუნქციონირების და განვითარების ძირითად ნორმებს.1947 წლის 4 აპრილს, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდგომ ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), რომლის ძირითად მანდატს წევრ სახელმწიფოებში მაქსიმალურად ერთგვაროვანი საავიაციო სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენდა.საქართველომ ჩიკაგოს კონვენციასთან მიერთების თაობაზე დადგენილებას 1993 წლის 7 დეკემბერს მოაწერა ხელი. ოფიციალური შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდგომ, 1994 წლის 20 თებერვალს, საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი (ICAO) წევრი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/13/233381320_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_c2432623048882a5783df7658a1fe63b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
ქარქაშაძე: 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული წელია
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, დღევანდელ დღემდე ქართულმა ავიაციამ ბევრი გამოწვევითა თუ გამარჯვებებით სავსე დიდი გზა გაიარა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელი ისტორიულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციისთვის, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ავიაციის სექტორში დასაქმებულთათვის პროფესიული დღის მილოცვისას.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე (International Civil Aviation Day) მთელ მსოფლიოში 7 დეკემბერს აღინიშნება.
„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ავიაციის სექტორში დასაქმებულ ყველა პროფესიონალს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართული სამოქალაქო ავიაციის ისტორიას. წლევანდელი წელი კი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო და კომერციული ავიაციისთვის, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა", - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, დღევანდელ დღემდე ქართულმა ავიაციამ ბევრი გამოწვევითა თუ გამარჯვებებით სავსე დიდი გზა გაიარა.
ქარქაშაძემ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამოქალაქო ავიაციისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევად კოვიდპანდემია დაასახელა.
„თუმცა, ავიაციის სექტორში დასაქმებულმა თითოეულმა პროფესიონალმა ღირსეულად გადალახა პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენები და დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში გვაქვს პირდაპირი საჰაერო წვდომა 35 ქვეყნის 67 ქალაქის მიმართულებით", - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე 50 სამგზავრო ავიაკომპანია ოპერირებს, რომელთაც ქართულ ეკონომიკაში დიდ წვლილი შეაქვთ.
1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას, რომელიც საჰაერო სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია და განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის, უსაფრთხო ფუნქციონირების და განვითარების ძირითად ნორმებს.
1947 წლის 4 აპრილს, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდგომ ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), რომლის ძირითად მანდატს წევრ სახელმწიფოებში მაქსიმალურად ერთგვაროვანი საავიაციო სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენდა.
საქართველომ ჩიკაგოს კონვენციასთან მიერთების თაობაზე დადგენილებას 1993 წლის 7 დეკემბერს მოაწერა ხელი. ოფიციალური შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდგომ, 1994 წლის 20 თებერვალს, საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი (ICAO) წევრი გახდა.