„გასახდომი ნემსის“ საფრთხეები: რას შეიცავს და როგორ მუშაობს „ოზემპიკი“

CC BY-SA 2.0 / Chemist4U / Ozempic Weight Loss Pens Stopპრეპარატი „ოზემპიკი“
პრეპარატი „ოზემპიკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. პრეპარატი „ოზემპიკი“, რომელსაც წონის დასაკლებად იღებენ და რომელიც 2022 წლის ბოლოდან გახდა ძალიან პოპულარული, შესაძლოა ჯანმრთელობის ძალიან სერიოზულ პრობლემებს იწვევდეს, რაც სოციალური ქსელებით გავრცელებულ შთამბეჭდავ „მანამდე და შემდეგ“ ფოტო-ვიდეოებზე არ ჩანს, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, პრეპარატის მწარმოებელი კომპანია Novo Nordisk-ის წინააღმდეგ სასამართლოში ამ დროისათვის შვიდი სარჩელია შესული. როგორც ერთ-ერთი მომჩივანი აცხადებს, „ოზემპიკმა“ კუჭის დამბლა გამოიწვია.
სპეციალისტები გვთავაზობენ გავერკვეთ, რა არის „ოზემპიკი“ და რა დანიშნულება აქვს მას.

რას შეიცავს და როგორ მუშაობს

„ოზემპიკი“ (Ozempic) — ეს არის ხსნარი ყოველკვირეული ინექციისთვის, რომელიც სისხლში შაქრის დონის შემცირებას უწყობს ხელს. მისი აქტიური ნივთიერებაა სემაგლუტიდი — გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის (GLP 1) აგონისტი.
GLP 1 არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავებას ჭამიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყებს და თანდათან ზრდის სიმაძღრის შეგრძნებას. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას „ოზემპიკი“ ახდენს GLP 1-ის მოქმედების იმიტაციას და რეცეპტორები უკვე არა ამ პეპტიდს, არამედ „ოზემპიკში“ შემავალი სემაგლუტიდს „ითვისებენ“ და იწყება ინსულინის გამომუშავების პროცესი.
GLP 1 ზემოქმედებს ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც მადას არეგულირებს. შესაბამისად, სემაგლუტიდი თრგუნავს შიმშილს და ადამიანი ჭამის შემდეგ უფრო დიდხანს გრძნობს თავს მაძღრად. ამ ეფექტს აძლიერებს ის ფაქტი, რომ ეს ნივთიერება ანელებს კუჭის დაცლის სიჩქარეს.

მართლა ახდუნებს თუ არა „ოზემპიკი?“

გამომდინარე იქიდან, რომ ეს შედარებით ახალი პრეპარატია, მის ეფექტურობაზე ბევრი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ხოლო მათგან, რომელიც უკვე ჩატარდა, ზოგიერთი თავად მწარმოებელმა კომპანიამ დააფინანსა. თანაც ეს იყო არა კონკრეტულად „ოზემპიკის“, არამედ სემაგლუტიდის ტესტირება.
როგორც ერთ-ერთ ასეთ დაკვეთილ კვლევაშია ნათქვამი, ყოველკვირეული ინექციები ნამდვილად უწყობს ხელს წონის დაკლებას: 68 კვირაში ადამიანები წონის დაახლოებით 15%-ს კარგავენ.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კვლევებს (რომლებიც აქა-იქ-გვხვდება), მეცნიერებმა ასევე დაადასტურეს, რომ სემაგლუტიდი ნამდვილად ეხმარება გახდომას. მაგრამ მათ მხოლოდ 408 პაციენტზე მოახერხეს დაკვირვება და ამიტომ ამ შედეგებზე დაყრდნობა რთულია.

შეიძლება თუ არა „ოზემპიკის“ გასახდომად თვითნებურად მიღება?

არა, არ შეიძლება!
„ოზემპიკის“ დოზის დამოუკიდებლად, ექიმის გარეშე შერჩევა კატეგორიულად მიუღებელია. მისი დოზა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია და ამიტომ ის მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტმა უნდა დანიშნოს. ექიმმა უნდა აკონტროლოს ორგანიზმის რეაქცია წამალზე და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს ინექციების დოზა და სიხშირე.
სხვა მიზეზები, რომელთა გამოც პრეპარატის თვითნებურად მიღება არ შეიძლება, ასე გამოიყურება:
ეს პრეპარატი არ არის დამტკიცებული სიმსუქნის სამკურნალოდ ან წონის კონტროლისთვის. ინექციები შეიძლება მხოლოდ მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს დაენიშნოს.
იმისათვის, რომ „ოზემპიკში“ შემავალი სემაგლუტიდით წონაში დაიკლოთ, აუცილებელია კალორიების კონტროლი, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. ანუ ყველაფერი ის, რაც წამლის გარეშეც უნდა კეთდებოდეს.
თუ ადამიანი შეწყვეტს „ოზემპიკის“ მიღებას, დაკარგულ წონას ისევ დაიბრუნებს.
პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენების ვრცელი სია, რომელთაგან ზოგი ძალიან სერიოზულია.

რით არის სახიფათო „ოზემპიკი?“

გვერდითი მოვლენები სემაგლუტიდის შემცველ ყველა პრეპარატს აქვს. ამიტომ ისინი მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობთ უნდა მიიღოთ.
რაც შეეხება კომკრეტულად „ოზემპიკს“, მისი მიღების შემთხვევაში შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა, როგორებიცაა:
სისხლში შაქრის დონის დაწევა — გასაკუთრებით, თუ მას ინსულინთან ერთად იღებთ;
თავბრუსხვევები;
დიაბეტური რეტინოპათიის გართულება — თვალის ბადურის დაზიანება;
ღებინება და გულისრევა;
დიარეა;
კუჭის ან მუცლის ტკივილები;
ნაწლავები გაუვალობა;
მძიმე ალერგიული რეაქციები;
მხედველობის ცვლილებები;
აჩქარებული გულისცემა;
კისრის შეშუპება;
ძლიერი ტკივილი კუჭის ზედა ნაწილში, რომელიც გადაეცემა ზურგს;
სი­სუს­ტე;
ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა;
ხვე­ლა;
ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა;
სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა;
შფოთ­ვა;
ოფ­ლი­ა­ნო­ბა და ა.შ.
გაითვალისწინეთ: მე­დი­კა­მენ­ტი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე არ იყი­დე­ბა, თუმ­ცა მისი შე­მო­ტა­ნა 2024 წელს იგეგ­მე­ბა კონკრეტულად იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ვი­საც მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტი აწუ­ხებს.
ყველა ახალი ამბავი
0