https://sputnik-georgia.com/20231207/georgian-geo-sky-iransa-da-sam-sxva-qveyanashi-axal-reisebs-daamatebs-284777973.html
Georgian Geo Sky სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და ირანში ახალ რეისებს დაამატებს
Georgian Geo Sky სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და ირანში ახალ რეისებს დაამატებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელიც სამგზავრო ავიაგაზიდვების ბაზარზე Georgian Wings-ის სახელით ოპერირებს, მოლდოვაში, ირანში... 07.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-07T18:51+0400
2023-12-07T18:51+0400
2023-12-07T18:51+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277671972_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_6a7a8d92c35c4762eacb2c53c9253519.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელიც სამგზავრო ავიაგაზიდვების ბაზარზე Georgian Wings-ის სახელით ოპერირებს, მოლდოვაში, ირანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ავიარეისების დამატებას გეგმავს, განაცხადა კონპანიის გენდირექტორმა შალვა კიკნაძემ.ავიაკომპანია Geosky 2017 წელს დაფუძნდა და წარმატებით საქმიანობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ავიაკომპანიის საქმიანობის სფერო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებია.კიკნაძემ იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის სრულად იქნება ათვისებული დაგეგმილი მიმართულებები.მისი თქმით, 2023 წელი ავიაკომპანიისთვის წინა წლებთან შედარებით ძალზე განსხვავებული იყო.„იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო მასშტაბით, გლობალურად სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ დაიწია, ჩვენ ოპერირება სამგზავრო მიმართულებებით დავიწყეთ. აღსანიშნავია, საქართველოს მასშტაბით პირველად ისტორიაში უზრუნველვყავით კომერციული რეისები თბილისი-ბათუმის მიმართულებით", - განაცხადა კიკნაძემ.გარდა ამისა, სიახლეებს შორის, კიკნაძემ კომპანიის ავიაპარკის ორი Boying 737 თვითმფრინავით შევსება დაასახელა, რომელთაგან ერთი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია, მეორის მიწოდება კი იანვარში მოხდება. თვითმფრინავს აქვს 148 ეკონომ-კლასის ადგილი და ფრენას ავიაკომპანიის კორპორატიული ბრენდის ქვეშ დეკემბერში დაიწყებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277671972_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_a8c88954b83495f07644cb5edc600480.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელიც სამგზავრო ავიაგაზიდვების ბაზარზე Georgian Wings-ის სახელით ოპერირებს, მოლდოვაში, ირანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ავიარეისების დამატებას გეგმავს, განაცხადა კონპანიის გენდირექტორმა შალვა კიკნაძემ.
ავიაკომპანია Geosky 2017 წელს დაფუძნდა და წარმატებით საქმიანობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ავიაკომპანიის საქმიანობის სფერო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებია.
„რაც შეეხება მომავლის გეგმებს - ბათუმის მიმართულებით 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურ ფრენებს უზრუნველვყოფთ, იანვრის განრიგს მოგვიანებით შევადგენთ. ახლა რაც გვაქვს - ბაქოს მიმართულებით ყოველდღიურ ფრენას ვგეგმავთ. დამატებით ახალი მიმართულება რაც იგეგმება, ეს არის კიშინიოვი, თეირანი, ყაზახეთი, უზბეკეთი", - განაცხადა კიკნაძემ მედიაპლატფორმა BMG-ის ეთერში.
კიკნაძემ იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის სრულად იქნება ათვისებული დაგეგმილი მიმართულებები.
მისი თქმით, 2023 წელი ავიაკომპანიისთვის წინა წლებთან შედარებით ძალზე განსხვავებული იყო.
„იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო მასშტაბით, გლობალურად სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ დაიწია, ჩვენ ოპერირება სამგზავრო მიმართულებებით დავიწყეთ. აღსანიშნავია, საქართველოს მასშტაბით პირველად ისტორიაში უზრუნველვყავით კომერციული რეისები თბილისი-ბათუმის მიმართულებით", - განაცხადა კიკნაძემ.
გარდა ამისა, სიახლეებს შორის, კიკნაძემ კომპანიის ავიაპარკის ორი Boying 737 თვითმფრინავით შევსება დაასახელა, რომელთაგან ერთი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია, მეორის მიწოდება კი იანვარში მოხდება. თვითმფრინავს აქვს 148 ეკონომ-კლასის ადგილი და ფრენას ავიაკომპანიის კორპორატიული ბრენდის ქვეშ დეკემბერში დაიწყებს.