https://sputnik-georgia.com/20231207/antonovis-gancxadeba-284761835.html
აშშ-სა და რუსეთის პირდაპირი შეტაკების ალბათობა - ანტონოვმა ბაიდენის განცხადებას უპასუხა
აშშ-სა და რუსეთის პირდაპირი შეტაკების ალბათობა - ანტონოვმა ბაიდენის განცხადებას უპასუხა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის არმიებს შორის პირდაპირი შეტაკების ალბათობაზე საუბრით, ვაშინგტონმა რეალობის შეგრძნება დაკარგა, ასეთი რიტორიკა... 07.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-07T11:42+0400
2023-12-07T11:42+0400
2023-12-07T11:42+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_0:53:3164:1833_1920x0_80_0_0_940df3a17dd77cb2414f753a6cc8bcfa.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის არმიებს შორის პირდაპირი შეტაკების ალბათობაზე საუბრით, ვაშინგტონმა რეალობის შეგრძნება დაკარგა, ასეთი რიტორიკა მიუღებელია ბირთვული სახელმწიფოსთვის, განაცხადა რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა.მანამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ივარაუდა, რომ რუსეთი, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, ნატოს ქვეყნებს დაესხმება თავს. გარდა ამისა, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ რუსულ ჯარებთან დაპირისპირებაში, თუ ისინი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებენ.ანტონოვის თქმით, ასეთი „დაშინებების“ მიზანი გადასახადის გადამხდელებისა და „ფხიზელი პოლიტიკური ძალების თვალში რუსეთის შეკავებაზე გაღებული საარაკო ხარჯების გამართლებაა“.რუსმა დიპლომატმა ვაშინგტონსა და მის „გაუმაძღარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“ უკრაინაში სისხლისღვრის უშუალო ბენეფიციარები უწოდა და განაცხადა, რომ ამის დასტური — ეს „კიევის შეშლილი ნეონაცისტებისთვის" დახმარების მორიგი პაკეტია.ანტონოვმა მოუწოდა ამერიკის ხელისუფლებას, „გონს მოეგოს და შეწყვიტოს ქაოსის თესვა მსოფლიოში“, რასაც საკუთარი ჰეგემონიის შენარჩუნების მიზნით აკეთებს.რუსეთმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრთხეს არ უქმნის ნატოს რომელიმე ქვეყანას, მაგრამ არ უგულებელყოფს ქმედებებს, რომლებიც პოტენციურად სახიფათოა მისი ინტერესებისთვის. ამავე დროს, ის ღიაა დიალოგისთვის, მაგრამ თანაბარ საფუძველზე და დასავლეთმა უნდა მიატოვოს კონტინენტის მილიტარიზაციის კურსი.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_3f007d69fbdd4d9699a2b09d93b2444a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის არმიებს შორის პირდაპირი შეტაკების ალბათობაზე საუბრით, ვაშინგტონმა რეალობის შეგრძნება დაკარგა, ასეთი რიტორიკა მიუღებელია ბირთვული სახელმწიფოსთვის, განაცხადა რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა.
მანამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ივარაუდა, რომ რუსეთი, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, ნატოს ქვეყნებს დაესხმება თავს. გარდა ამისა, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ რუსულ ჯარებთან დაპირისპირებაში, თუ ისინი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებენ.
ანტონოვის თქმით, ასეთი „დაშინებების“ მიზანი გადასახადის გადამხდელებისა და „ფხიზელი პოლიტიკური ძალების თვალში რუსეთის შეკავებაზე გაღებული საარაკო ხარჯების გამართლებაა“.
„უკრაინის ომის ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობისას შეერთებულმა შტატებმა სრულიად დაკარგა კავშირი რეალობასთან, რადგან მსუბუქად მსჯელობს ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკების ალბათობაზე. ამგვარი პროვოკაციული რიტორიკა მიუღებელია პასუხისმგებლიანი ბირთვული სახელმწიფოსთვის“, — აღნიშნა მან.
რუსმა დიპლომატმა ვაშინგტონსა და მის „გაუმაძღარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“ უკრაინაში სისხლისღვრის უშუალო ბენეფიციარები უწოდა და განაცხადა, რომ ამის დასტური — ეს „კიევის შეშლილი ნეონაცისტებისთვის" დახმარების მორიგი პაკეტია.
ანტონოვმა მოუწოდა ამერიკის ხელისუფლებას, „გონს მოეგოს და შეწყვიტოს ქაოსის თესვა მსოფლიოში“, რასაც საკუთარი ჰეგემონიის შენარჩუნების მიზნით აკეთებს.
რუსეთმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრთხეს არ უქმნის ნატოს რომელიმე ქვეყანას, მაგრამ არ უგულებელყოფს ქმედებებს, რომლებიც პოტენციურად სახიფათოა მისი ინტერესებისთვის. ამავე დროს, ის ღიაა დიალოგისთვის, მაგრამ თანაბარ საფუძველზე და დასავლეთმა უნდა მიატოვოს კონტინენტის მილიტარიზაციის კურსი.