მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

60 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

  - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანელმა ქალმა, რომელიც ამ დროისათვის 60 წლისაა, შვილი გააჩინა, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.
გავრცელებული ცნობით, ეს აიაჰანიმ საფაროვას პირველი შვილია.
ცნობილი ხდება, რომ ექიმებმა ქალი ორსულობის 37-ე კვირაში საკეისრო კვეთით ამშობიარეს. დაიბადა გოგონა, რომლის სიმაღლეც 49 სმ, წონა კი 3100 გრამია.
კლინიკის წარმომადგენლების ცნობით, პოსტოპერაციულმა პერიოდმა ექსცესების გარეშე ჩაირა — დედისა და ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ხნიერი მშობიარე აწ გარდაცვლილი ესპანელი მარია დელ კარმენ ბუსადა-დე-ლარა გახლდათ, რომელმაც 2006 წელს ტყუპები გააჩინა. იმ დროისათვის ქალი თითქმის 67 წლის იყო.
ყველა ახალი ამბავი
0