თბილისში საახალწლო ნაძვისხის ანთების ცერემონიალზე ცნობილი იტალიელი - სინიორონი იმღერებს

© Sputnik / Alexander Imedashviliნაძვისხე რუსთაველზე
ნაძვისხე რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვისხე და დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერის 20:00 საათზე ჩაირთვება.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვისხის ანთების ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში 15 დეკემბერს არის დაგეგმილი, იტალიელი სტეფანო სინიორონი (Stefano Signoroni) იმღერებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მოსახლეობა 2024 წელს ახალი ნაძვისხით შეხვდება. რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვისხე და დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერის 20:00 საათზე ჩაირთვება.
„საინტერესო საღამო იქნება. მოეწყობა სპეციალური თეატრალიზებული წარმოდგენა... ჯადოსნური შოუს დასასრულს მსმენელის წინაშე წარდგება ბენდი იტალიიდან, ჩვენი მეგობრები, სტეფანო სინიორონი და ვფიქრობ, საინტერესო საღამო იქნება მოსული ადამიანებისთვის. 15 დეკემბერს ყველას გელოდებით, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საახალწლო სოფლის გახსნა 16 დეკემბერს არის დაგეგმილი.
საქართველოს დედაქალაქში წინასაახალწლო მზადება უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციებს ამონტაჟებს.
ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი.
სტეფანო სინიორონი ცნობილი იტალიელი პიანისტი, კომპოზიტორი და მომღერალია.
ყველა ახალი ამბავი
0