https://sputnik-georgia.com/20231206/tbilissi-atobit-ukanono-nageboba-aires-284749241.html
თბილისში ათობით უკანონო ნაგებობა აიღეს
თბილისში ათობით უკანონო ნაგებობა აიღეს
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ უკანონო საქმიანობისგან. 06.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-06T17:34+0400
2023-12-06T17:34+0400
2023-12-06T17:34+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/06/284743487_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f05c31f16dc7f41b2ce27178f63c3f16.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 20-ზე მეტი დაუმთავრებელი შენობის დემონტაჟი მოახდინა, რომლებიც სამგორის რაიონში სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შენდებოდა, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური. სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთებზე უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი დედაქალაქში ე.წ. აფრიკის დასახლებაში 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და პოლიციასა და ნაგებობების მფლობელებს შორის დაპირისპირებით მიმდინარეობდა. ინსპექციის მონაცემებით, სახელმწიფო მიწების უკანონო მიტაცებასა და მათზე ფინანსური მოგების მიზნით შენობების აგებას ბოლო დროს სისტემური ხასიათი მიეცა. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომლებიც ჰპირდებიან მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას, რომ არ მიიღონ ფინანსური ზარალი", - ნათქვამია განცხადებაში. დედაქალაქში 2017 წლიდან უკანონო მშენებლობაზე ჯარიმების გაზრდა დაიწყო. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ შემოიღეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/06/284743487_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f3345c5cde084092291191ce874367dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისში ათობით უკანონო ნაგებობა აიღეს
დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ უკანონო საქმიანობისგან.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 20-ზე მეტი დაუმთავრებელი შენობის დემონტაჟი მოახდინა, რომლებიც სამგორის რაიონში სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შენდებოდა, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთებზე უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი დედაქალაქში ე.წ. აფრიკის დასახლებაში 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და პოლიციასა და ნაგებობების მფლობელებს შორის დაპირისპირებით მიმდინარეობდა.
ინსპექციის მონაცემებით, სახელმწიფო მიწების უკანონო მიტაცებასა და მათზე ფინანსური მოგების მიზნით შენობების აგებას ბოლო დროს სისტემური ხასიათი მიეცა.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომლებიც ჰპირდებიან მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას, რომ არ მიიღონ ფინანსური ზარალი", - ნათქვამია განცხადებაში.
დედაქალაქში 2017 წლიდან უკანონო მშენებლობაზე ჯარიმების გაზრდა დაიწყო. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ შემოიღეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.