https://sputnik-georgia.com/20231206/tbilisshi-sacxovrebeli-partebi-34-ojaxs-daukanonda-284752401.html
თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 34 ოჯახს დაუკანონდა
თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 34 ოჯახს დაუკანონდა
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 3 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. 06.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-06T19:25+0400
2023-12-06T19:25+0400
2023-12-06T19:25+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა, იუწყება თბილისის მერია.მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.აღნიშნულ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა. თბილისის მერმა მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახებს მოუწოდა, ადგილობრივ გამგეობებს მიმართონ, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.მერიის ცნობით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 3 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 34 ოჯახს დაუკანონდა
ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 3 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა, იუწყება თბილისის მერია.
მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
აღნიშნულ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა.
„ოჯახებს იმ ფართების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცათ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამა დიდი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახებს მოუწოდა, ადგილობრივ გამგეობებს მიმართონ, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 3 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.