წმენდს ღვიძლს და 72 საათში 4 კგ-ს წვავს: ჯანსაღი სასმელი ექიმებისგან

© unsplash/alina-karpenkoმწვანე სასმელი
მწვანე სასმელი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. ღვიძლში დაგროვებულმა ტოქსინებმა შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ღვიძლის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მისი რეგენერაციული უნარისა და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე უზარმაზარი ზემოქმედების გამო, აცხადებენ სპეციალისტები.
გამოცემა Sabah-ის ექსპერტები გთავაზობენ სასმელს, რომელიც არა მარტო გაგიწმენდთ ღვიძლს, არამედ 72 საათში ოთხი კილოგრამის დაკლებაშიც დაგეხმარებათ. საქმე ისაა, რომ, როდესაც ღვიძლი ჯანსაღად ფუნქციონირებს, სასურველი წონის მიღწევა საკმაოდ მოკლე დროშია შესაძლებელი.

ინგრედიენტები

სასმელის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
სამი ლიმონისგან გამოწურული წვენი;
დაჭრილი ოხრახუში − ერთი ჭიქა;
ნიახური - ხუთი ღერი;
წყალი − 6 ჭიქა.

მომზადების წესი

ოხრახუში და ნიახური მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და წყალი და კვლავ აურიეთ.

დალიეთ მიღებული სასმელი დღეში სამჯერ − ზედიზედ სამი დღის განმავლობაში. ამ პერიოდში მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.

ამგვარი დეტოქსიკაცია შეგიძლიათ შვიდი-ათი დღის შემდეგ გაიმეოროთ.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ოხრახუში აქტიურ როლს ასრულებს ღვიძლის ჯანსაღ ფუნქციონირებაში. ეს არის ეფექტური პროდუქტი, რომელიც ფერმენტ გლუტათიონ-S-ტრანსფერაზას (GST) აქტივობას ზრდის ღვიძლში.
ნიახურს კი შეუძლია, რომ ნიადაგიდან შთანთქმული არაერთი მინერალი ორგანიზმისთვის მისაღებ და სასარგებლო ფორმად გარდაქმნას. ამასთან ნიახური ხელს უშლის ღვიძლში ცხიმების დაგროვებას.

წყარო: sabah


ყველა ახალი ამბავი
0