ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა

© Sputnik / STRINGERქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის გაფრენის დარბაზში სრულიად განსხვავებული, აეროპორტის კონცეფციაზე მორგებული კვების ობიექტი AIR FOOD გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, კომპანია AIR FOOD-ის დამფუძნებელმა პავლე თავხელიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გახსნეს.
უწყების ცნობით, ქუთაისის აეროპორტი ბაზარზე პირველია, სადაც ქართული კომპანია AIR FOOD გამოჩნდა. კვების ახალ კონცეპტუალურ სივრცეს სხვა ობიექტებისგან გამოარჩევს მისი ვიზუალური მხარე, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებული დეტალებითაა შეფუთული და შესაბამის პირველად შთაბეჭდილებას ახდენს აეროპორტის მგზავრებზე.
კომპანია ერთ კონცეპტუალურ სივრცეში აეროპორტის მგზავრებს სამი ტიპის მომსახურებას სთავაზობს: ბარის ტიპის მომსახურებას, სადაც წარმოდგენილია კოქტეილები, ადგილობრივი წარმოების პრემიუმ-ხაზის ალკოჰოლური სასმელები, სწრაფი კვების ობიექტს, სადაც იყიდება Food box- ები ე.წ. take away მომსახურებით, ასევე AIR FOOD-ის მომხმარებელს საშუალება აქვს სხვადასხვა ტიპის სენდვიჩები, ჰოთ-დოგები და გამომცხვარი პროდუქტების ნაირსახეობა დააგემოვნოს.
ამ დროისთვის ქუთაისის აეროპორტში AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში 15 ადამიანია დასაქმებული.
მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში - ახალი სტატისტიკა>>>
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ის სიდიდით საქართველოში მეორე აეროპორტია, მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით, 14 კმ-ში, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0