https://sputnik-georgia.com/20231206/qartvelma-etlit-mofarikaveebma-msofli-tasze-ori-medali-moipoves-284755920.html
ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე ორი მედალი მოიპოვეს
ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე ორი მედალი მოიპოვეს
Sputnik საქართველო
ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 06.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-06T20:32+0400
2023-12-06T20:32+0400
2023-12-06T20:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23021/30/230213091_35:0:1166:636_1920x0_80_0_0_5e2a8dad9ca98bad2cf640e7c3046dd7.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ტაილანდში (Wheelchair Fencing 2023) ორი მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.ტაილანდში 5-8 დეკემბერს იმართება 2023 წლის მსოფლიო თასი ეტლით ფარიკაობაში, რომელშიც საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი ასპარეზობს: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი.ხმლით ასპარეზობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს. ორივე სპორტსმენი ტურნირზე ასპარეზობას გააგრძელებს.გვანცა ზადიშვილთან ერთად მოფარიკავეები 7 დეკემბერს რაპირით გამოვლენ, ხოლო მომდევნო დღეს, 8 დეკემბერს გუნდურ შეჯიბრებაში ჩაერთვებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23021/30/230213091_176:0:1024:636_1920x0_80_0_0_53880a7671c88e0bea071e55f6fc3d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე ორი მედალი მოიპოვეს
ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ტაილანდში (Wheelchair Fencing 2023) ორი მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.
ტაილანდში 5-8 დეკემბერს იმართება 2023 წლის მსოფლიო თასი ეტლით ფარიკაობაში, რომელშიც საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი ასპარეზობს: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი.
ხმლით ასპარეზობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს. ორივე სპორტსმენი ტურნირზე ასპარეზობას გააგრძელებს.
გვანცა ზადიშვილთან ერთად მოფარიკავეები 7 დეკემბერს რაპირით გამოვლენ, ხოლო მომდევნო დღეს, 8 დეკემბერს გუნდურ შეჯიბრებაში ჩაერთვებიან.