პუტინი: რუსეთისა და საამიროების ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალი დონისაა

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. რუსეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის ურთიერთობებმა უპრეცედენტოდ მაღალ დონეს მიაღწია, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა აბუ დაბიში პრეზიდენტ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან შეხვედრაზე.
„დღეს, თქვენი პოზიციის წყალობით, ჩვენმა ურთიერთობებმა მიაღწია უპრეცედენტოდ მაღალ დონეს. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ თქვენთან და ჩვენი კოლეგები მუდმივად მუშაობენ ერთმანეთთან. და მართლაც, არაბთა გაერთიანებული საამიროები რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია არაბულ სამყაროში“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
როგორც პუტინმა განაცხადა, კოლეგასთან ერთად პალესტინა-ისრაელის კონფლიქტისა და უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას აპირებს.
ვლადიმირ პუტინი აბუ-დაბიში დღეს ჩავიდა. ეს რუსეთის საზღვრებიდან დაშორებულ ქვეყანაში პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა. საქმე ისაა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არ არის რომის სტატუტის მონაწილე და მას ICC-ის გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულება არ აქვს.
საამიროებიდან ვლადიმირ პუტინი საუდის არაბეთში ჩასვლას გეგმავს, რომელსაც ასევე არ აქვს ხელი მოწერილი რომის სტატუტზე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ლიდერი წელს უკვე მეორედ ხვდება მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს. მანამდე ორი ქვეყნის ლიდერები პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდნენ, სადაც გაერთიანებული საამიროები სტუმრის სახით იყო მიწვეული.
ყველა ახალი ამბავი
0