https://sputnik-georgia.com/20231206/pedofils-romelic-sakutar-svils-aupatiurebda-uvado-patimroba-miesaja-284757977.html
პედოფილს, რომელიც საკუთარ შვილს აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა
პედოფილს, რომელიც საკუთარ შვილს აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
სასამართლომ მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ცნო დამნაშავედ და უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 06.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-06T21:29+0400
2023-12-06T21:29+0400
2023-12-06T21:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/67/234096789_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_a5f966374532177516ac481a3603c143.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, რომელიც საკუთარი შვილის გაუპატიურებაში იყი ბრალდებული, სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებდა.ძალადობის მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, არ საჯაროვდება არც დანაშაულის ადგილი, არც ბავშვის სქესი და ასაკი.სასამართლომ მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ცნო დამნაშავედ და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.საქართველოს სისხლის სამართალში უვადო თავისუფლების აღკვეთა არის სასჯელის უმაღლესი ფორმა და გულისხმობს ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე პატიმრობაში ყოფნას არანაკლებ 20 წლის ვადით, რის შემდეგაც პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს გათავისუფლების შუამდგომლობით. თუ სასამართლო შუამდგომლობას უარყოფს, პირი პატიმრობაში დარჩება.წყარო - პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/67/234096789_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_a893ba59d9ca356b709dcc40b6d295e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ძალადობა ოჯახში
პედოფილს, რომელიც საკუთარ შვილს აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა
სასამართლომ მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ცნო დამნაშავედ და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, რომელიც საკუთარი შვილის გაუპატიურებაში იყი ბრალდებული, სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებდა.
ძალადობის მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, არ საჯაროვდება არც დანაშაულის ადგილი, არც ბავშვის სქესი და ასაკი.
სასამართლომ მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ცნო დამნაშავედ და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს სისხლის სამართალში უვადო თავისუფლების აღკვეთა არის სასჯელის უმაღლესი ფორმა და გულისხმობს ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე პატიმრობაში ყოფნას არანაკლებ 20 წლის ვადით, რის შემდეგაც პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს გათავისუფლების შუამდგომლობით. თუ სასამართლო შუამდგომლობას უარყოფს, პირი პატიმრობაში დარჩება.