https://sputnik-georgia.com/20231206/nini-bregvadze-amerikuli-voice-naxevarpinalshia-284752067.html
ნინი ბრეგვაძე ამერიკული Voice-ის ნახევარფინალშია
ნინი ბრეგვაძე ამერიკული Voice-ის ნახევარფინალშია
Sputnik საქართველო
ნახევარფინალური ლაივ-შოუ ორშაბათს, 11 დეკემბერს გაიმართება. 06.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-06T18:51+0400
2023-12-06T18:51+0400
2023-12-06T18:51+0400
საქართველო
საზოგადოება
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/06/284750025_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_187f721fe014b61085179150de58bcf1.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკული Voice-ის ნახევარფინალშია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის საუკეთესო ცხრა მონაწილეს შორის, ბრეგვაძე მაყურებელმა ხმის მიცემით აირჩია - ნახევარფინალში მოსახვედრად სულ 12 მონაწილე იბრძოდა. ქართველმა მომღერალმა ბრიტანული ბენდ The Cure-ის სიმღერა Lovesong შეასრულა და მაყურებლისგან საჭირო რაოდენობის ხმები მიიღო.კონკურსის შემდეგ ეტაპზე რვა მონაწილე, მათ შორის ნინი ბრეგვაძე, იგივე ნინი აირისი გადავიდა, ხოლო მეცხრე მონაწილე მაყურებელმა დამატებითი ხმის მიცემით გამოავლინა.ნახევარფინალური ლაივ-შოუ ორშაბათს, 11 დეკემბერს გაიმართება.ნინი ბრეგვაძეზე ქართველმა მსმენელმა პირველად მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც ნინი გამოჩნდა, იყო ქართული „ვოისი“. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძე ახლა Nini Iris-ის ფსევდონიმით გამოდის.ნინი უკვე შვიდი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/06/284750025_121:0:1942:1366_1920x0_80_0_0_28f6514512b7cfeec0f20e35b50a27c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
ნინი ბრეგვაძე ამერიკული Voice-ის ნახევარფინალშია
ნახევარფინალური ლაივ-შოუ ორშაბათს, 11 დეკემბერს გაიმართება.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკული Voice-ის ნახევარფინალშია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის საუკეთესო ცხრა მონაწილეს შორის, ბრეგვაძე მაყურებელმა ხმის მიცემით აირჩია - ნახევარფინალში მოსახვედრად სულ 12 მონაწილე იბრძოდა.
ქართველმა მომღერალმა ბრიტანული ბენდ The Cure-ის სიმღერა Lovesong შეასრულა და მაყურებლისგან საჭირო რაოდენობის ხმები მიიღო.
„ამერიკული ოცნება რეალურია და მე ამით ვცხოვრობ! დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ასევე დიდი მადლობა საუკეთესო მწვრთნელს ნაილ ჰორანს, რადგან მე აქ არ ვიქნებოდი, მას რომ არ სჯეროდეს ჩემი! ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ! შევხვდებით შემდეგ კვირას“, – დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.
კონკურსის შემდეგ ეტაპზე რვა მონაწილე, მათ შორის ნინი ბრეგვაძე, იგივე ნინი აირისი გადავიდა, ხოლო მეცხრე მონაწილე მაყურებელმა დამატებითი ხმის მიცემით გამოავლინა.
ნახევარფინალური ლაივ-შოუ ორშაბათს, 11 დეკემბერს გაიმართება.
ნინი ბრეგვაძეზე ქართველმა მსმენელმა პირველად მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც ნინი გამოჩნდა, იყო ქართული „ვოისი“. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძე ახლა Nini Iris-ის ფსევდონიმით გამოდის.
ნინი უკვე შვიდი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს.