მაშველებმა ბინის აივანზე ღამურების უზარმაზარი კოლონია იპოვეს - ვიდეო

© photo: Sputnik / Vyacheslav Bobkov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. ახალგაზრდა წყვილმა საცხოვრებელი ბინის აივანზე ღამურების განსაკუთრებით დიდი ბუნაგი იპოვა, რომელშიც რამდენიმე ასეული ღამურა ცხოვრობდა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა არაღიარებული დნესტრისპირეთის ქალაქ ბენდერში მოხდა.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა წყვილმა ბენდერის ერთ-ერთ გარეუბანში ბინა დაიქირავა და საცხოვრებლად გადავიდა. უკვე მეორე დღეს აივნიდან უსიამოვნო წივილი შემოესმათ, და რადგან ხმის წყარო ვერ დაადგინეს, დახმარებისთვის სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
როდესაც მაშველებმა აივანს ხის შეფუთვა და ასევე ხის იატაკი მოხსნეს, იქ 500-მდე ღამურა აღმოაჩინეს. ცხოველები უკვე მისცემოდნენ ზამთრის ძილს და ამიტომ ნაკლებად აქტიურები იყვნენ.
მაშველებმა ღამურები ტომრებსა და ყუთებში მოათავსეს და ქალაქგარეთ, ბუნებრივ საბინადრო გარემოში გაუშვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ღამურები ზამთრის ძილისთვის ბუნაგს ადამიანთ საცხოვრებელ ბინებში იწყობენ. რამდენიმე წლის წინ უფრო დიდი კოლონია ქალაქ ლვოვის ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს, საიდანაც მაშველებმა 1700 ღამურა გამოიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0