https://sputnik-georgia.com/20231206/italiasi-trufelis-mzebneli-zarlebis-mowamvla-gaxsirda-284742252.html
საქმე პროკურატურაშია: იტალიაში ძაღლების მოწამვლა გახშირდა
საქმე პროკურატურაშია: იტალიაში ძაღლების მოწამვლა გახშირდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. იტალიელმა ცხოველთა დამცველებმა პროკურატურას მიმართეს მოლიზესა და სხვა რეგიონებში სოკო ტრუფელის მძებნელი ჯიშის ძაღლების... 06.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-06T13:22+0400
2023-12-06T13:22+0400
2023-12-06T14:50+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
იტალია
ძაღლის ჯანმრთელობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/06/284741870_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_9b1704f78fafdce5c7937b2a50977a21.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. იტალიელმა ცხოველთა დამცველებმა პროკურატურას მიმართეს მოლიზესა და სხვა რეგიონებში სოკო ტრუფელის მძებნელი ჯიშის ძაღლების გახშირებული მოწამვლის თაობაზე, განუცხადა „რია ნოვოსტის“ იტალიის ცხოველთა და გარემოს დაცვის ასოციაციის (AIDAA) პრეზიდენტმა ლორენცო კროჩემ.კროჩეს თქმით, ცხოველების დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, მესოკოვეებს შორის უთანხმოება გახდა.კროჩეს თქმით, AIDAA მოუწოდებს ძაღლების მფლობელებს, რომლებსაც შესაძლოა ეჭვი ჰქონდეთ დამნაშავეების ვინაობაზე, აცნობონ საკუთარი ვარაუდების თაობაზე პოლიციას.კროჩეს მოსაზრებას ეთანხმება ტრუფელებზე მონადირე მატეო ლავორინიც. მისი აზრით, დამნაშავეები, კონკურენტების ჩამოშორების მიზნით, ტყეში ხორცის მოწამლულ ნაჭრებს ყრიან. მერე კი, როდესაც ძაღლების დახოცვის გამო ტრუფელის მძებნელთა შორის პანიკა იწყება, ტერიტორიის გამოთავისუფლებით სარგებლობენ და „მიტაცებულ“ მიწებზე მხოლოდ თავად განაგრძობენ ტრუფელების ძებნას.მისი აზრით, დამნაშავეთა მოძებნა შესაძლოა ვერ მოხერხდეს, ვინაიდან დიდი სივრცეების გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, ეს ტრუფელების მძებნელი ძაღლებისთვის ალიკაპის გაკეთებაა, რათა მათ საწამლავის შეჭმა ვერ შეძლონ.
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/06/284741870_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_a0ace25ca4da527b044a8d6c12bee087.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იტალია , ძაღლის ჯანმრთელობა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იტალია , ძაღლის ჯანმრთელობა
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. იტალიელმა ცხოველთა დამცველებმა პროკურატურას მიმართეს მოლიზესა და სხვა რეგიონებში სოკო
ტრუფელის მძებნელი ჯიშის ძაღლების გახშირებული მოწამვლის თაობაზე, განუცხადა
„რია ნოვოსტის“ იტალიის ცხოველთა და გარემოს დაცვის ასოციაციის (AIDAA) პრეზიდენტმა ლორენცო კროჩემ.
„მხოლოდ ნოემბერში მოლიზეში ძაღლების მოწამვლის 30 შემთხვევა გამოვლინდა. ანალოგიური შემთხვევები დაფიქსირდა მეზობელ რეგიონებშიც“, − აღნიშნა მან.
კროჩეს თქმით, ცხოველების დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, მესოკოვეებს შორის უთანხმოება გახდა.
„სამწუხაროდ, ეს ფულის საკითხია. ეს ცალკეული ინციდენტები არ არის. 30 შემთხვევა − ეს უკვე ტალღაა“, − განაცხადა AIDAA-ს პრეზიდენტმა და იქვე ივარაუდა, რომ რეგიონში სოკო ტრიუფელების ვეგეტაციისთვის „ტერიტორიული ომი“ მიმდინარეობს.
კროჩეს თქმით, AIDAA მოუწოდებს ძაღლების მფლობელებს, რომლებსაც შესაძლოა ეჭვი ჰქონდეთ დამნაშავეების ვინაობაზე, აცნობონ საკუთარი ვარაუდების თაობაზე პოლიციას.
კროჩეს მოსაზრებას ეთანხმება ტრუფელებზე მონადირე მატეო ლავორინიც. მისი აზრით, დამნაშავეები, კონკურენტების ჩამოშორების მიზნით, ტყეში ხორცის მოწამლულ ნაჭრებს ყრიან. მერე კი, როდესაც ძაღლების დახოცვის გამო ტრუფელის მძებნელთა შორის პანიკა იწყება, ტერიტორიის გამოთავისუფლებით სარგებლობენ და „მიტაცებულ“ მიწებზე მხოლოდ თავად განაგრძობენ ტრუფელების ძებნას.
მისი აზრით, დამნაშავეთა მოძებნა შესაძლოა ვერ მოხერხდეს, ვინაიდან დიდი სივრცეების გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, ეს ტრუფელების მძებნელი ძაღლებისთვის ალიკაპის გაკეთებაა, რათა მათ საწამლავის შეჭმა ვერ შეძლონ.