გოძიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerგზის რემონტი
გზის რემონტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
მოძრაობის შეზღუდვა 6-დან 20 დეკემბრამდე 23:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება, 6-დან 20 დეკემბრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
შეზღუდვა 23:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
პირველ ეტაპზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის ქუჩაზე - მუხრან მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან ვალენტინ თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ თოფურიძის ქუჩიდან მაჭავარიანის ქუჩის მიმართულებით თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მუხრან მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით.
მაჭავარიანის ქუჩიდან თოფურიძის ქუჩის მიმართულებით, მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მაჭავარიანის, თოფურიძის შესახვევისა და თოფურიძის ქუჩების გამოყენებით.
მეორე ეტაპის სამუშაოები 11-დან 20 დეკემბრამდე ჩატარდება. აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის IV შესახვევში და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ გოძიაშვილის ქუჩაზე ორმხრივად.
ყველა ახალი ამბავი
0