https://sputnik-georgia.com/20231205/tbilisshi-nino-lortqipanizis-gamopena-gaixsna-284724930.html
თბილისში ნინო ლორთქიფანიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
თბილისში ნინო ლორთქიფანიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
Sputnik საქართველო
მხატვრის ორი ნამუშევარი საჩუქრად დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას და ხელოვნების სასახლეს გადაეცა. 05.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-05T19:51+0400
2023-12-05T19:51+0400
2023-12-05T19:51+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284723955_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_fa6430985164d159ded86ac359ea6161.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის ნინო ლორთქიფანიძის გამოფენა გაიხსნა და 11 დეკემბრამდე გასტანს.ეს მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისი პირველი გამოფენაა - ნინო ლორთქიფანიძე კოვიდპანდემიის დროს საზღვარგარეთ გარდაიცვალა. მხატვრის დამ მისი ნამუშევრები შეაგროვა, სამშობლოში ჩამოიტანა და კულტურის სამინისტროს ნახატების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა შესთავაზა.გახსნაზე ასევე წარმოდგენილი იყო ლორთქიფანიძის ნამუშევრების კატალოგი, რომელიც არის კულტურის სამინისტროს კონკურსის - „კულტურის სფეროში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტი.ორენოვან კატალოგში თავმოყრილია მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები. ალბომის ტექსტზე მუშაობდნენ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე.გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეია წულუკიანი, გიორგი კალანდია და მხატვრის ოჯახის წევრები დაესწრნენ.როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ნინო ლორთქიფანიძის დამ, რუსუდან ლორთქიფანიძემ მხატვრის ორი ნამუშევარი საჩუქრად დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას და ხელოვნების სასახლეს გადასცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284723955_58:0:967:682_1920x0_80_0_0_7a6adff322ead875c09fb1c2eecb90b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისში ნინო ლორთქიფანიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
მხატვრის ორი ნამუშევარი საჩუქრად დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას და ხელოვნების სასახლეს გადაეცა.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის ნინო ლორთქიფანიძის გამოფენა გაიხსნა და 11 დეკემბრამდე გასტანს.
ეს მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისი პირველი გამოფენაა - ნინო ლორთქიფანიძე კოვიდპანდემიის დროს საზღვარგარეთ გარდაიცვალა. მხატვრის დამ მისი ნამუშევრები შეაგროვა, სამშობლოში ჩამოიტანა და კულტურის სამინისტროს ნახატების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა შესთავაზა.
გახსნაზე ასევე წარმოდგენილი იყო ლორთქიფანიძის ნამუშევრების კატალოგი, რომელიც არის კულტურის სამინისტროს კონკურსის - „კულტურის სფეროში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტი.
ორენოვან კატალოგში თავმოყრილია მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები. ალბომის ტექსტზე მუშაობდნენ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე.
გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეია წულუკიანი, გიორგი კალანდია და მხატვრის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ნინო ლორთქიფანიძის დამ, რუსუდან ლორთქიფანიძემ მხატვრის ორი ნამუშევარი საჩუქრად დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას და ხელოვნების სასახლეს გადასცა.