მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერევანი უარზეა: CSTO-ს ასამბლეა სომხეთის გარეშე ჩატარდება

© photo: Sputnik / Victor Tolochko  / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაში, განაცხადა რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის პრესმდივანმა წოვინარ ხაჩატრიანმა.
„სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს გასვლით სხდომასა და CSTO-ს საპარლამენტო ასამბლეის მე-16 პლენარულ შეხვედრაში, რომელიც 19 დეკემბერს გაიმართება მოსკოვში. შეხვედრებში მონაწილეობას არც ეროვნული ასამბლეის დელეგაცია არ მიიღებს“, — განაცხადა ხაჩატრიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა უკვე აცნობა რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინს.
სიმონიანმა ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ არ აპირებს CSTO-ს სხდომაზე დასწრებას. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაში მისი მონაწილეობა „შექმნილ ვითარებაში შეუსაბამოა“, ვინაიდან ორგანიზაცია „არ ასრულებს თავის ვალდებულებებს სომხეთის წინაშე“. ამასთან სიმონიანმა განმარტა, რომ ერევანს ორგანიზაციიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ბოლო პერიოდში სომხეთი ამცირებს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე არსებულ ორგანიზაციებში მონაწილეობას. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა უარი 23 ნოემბერს მინსკში CSTO-ს სამიტში მონაწილეობაზე. ფაშინიანი არც EAEU-სა და დსთ-ის მთავრობათაშორის საბჭოებს დაესწრო ბიშკეკში, და არც დსთ-ის სამიტს, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართა.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) — მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსი, რომელსაც ხელი 1992 წლის 15 მაისს მოაწერეს რუსეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მთავრობების მეთაურებმა. 1993 წელს მას შეუერთდა აზერბაიჯანი, ბელარუსი და საქართველო. ხელშეკრულება ძალაში 1994 წლის 20 აპრილს შევიდა 5 წლის ვადით. 1999 წელს აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა შეწყვიტეს CSTO-ს წევრობა, სხვა მონაწილე სახელმწიფოები კი ხელშეკრულების კიდევ 5 წლით ავტომატურად გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0