https://sputnik-georgia.com/20231205/policielis-dachris-paqtze-mamakavs-brali-warudgines-284722308.html
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 05.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-05T18:15+0400
2023-12-05T18:15+0400
2023-12-05T18:15+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_3ddb5e1282674e19da52da5d83c25b3d.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შემთხვევა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მოკვლის განზრახვით დაზარალებულს გულმკერდისა და მხრების არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა - მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს და დანა ფეხის არეში დაარტყა.დაჭრილ პოლიციელსა გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე ოპერაცია ჩაუტარდა დაჭრილ მოქალაქეს, რომელიც ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_225da7f171d428de4f3e1358e8b84967.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მოკვლის განზრახვით დაზარალებულს გულმკერდისა და მხრების არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა - მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.
უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს და დანა ფეხის არეში დაარტყა.
დაჭრილ პოლიციელსა გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე ოპერაცია ჩაუტარდა დაჭრილ მოქალაქეს, რომელიც ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.