https://sputnik-georgia.com/20231205/nini-bregadze-amerikul-voice-ipyrobs-284718938.html
„საუკეთესო შესრულება პროექტის ისტორიაში" - ნინი ბრეგვაძე ამერიკულ Voice-ს იპყრობს
„საუკეთესო შესრულება პროექტის ისტორიაში" - ნინი ბრეგვაძე ამერიკულ Voice-ს იპყრობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ამერიკული Voice-ის პირველ ლაივ-კონცერტზე ქართველი მონაწილის, ნინი ბრეგვაძის ბრწყინვალე გამოსვლამ როგორც ჟიურის, ისე მსმენელთა... 05.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-05T19:37+0400
2023-12-05T19:37+0400
2023-12-05T19:37+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251570981_0:82:1065:681_1920x0_80_0_0_bfde40e19a488c69380a0bb3cc8e81c4.jpg.webp
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ამერიკული Voice-ის პირველ ლაივ-კონცერტზე ქართველი მონაწილის, ნინი ბრეგვაძის ბრწყინვალე გამოსვლამ როგორც ჟიურის, ისე მსმენელთა მხრიდან დიდი ოვაციები დაიმსახურა.ნინიმ პროექტის პირველ პირდაპირ ეთერში მუსიკოსების თანხლებით ჯგუფ The Cure-ის სიმღერა Lovesong შეასრულა.მიუხედავად იმისა, რომ ნინის შესრულება YouTube-ზე რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა, ვიდეო 40 ათასზე მეტი ნახვა და ბევრი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.„ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა, რაც კი ოდესმე მინახავს ამ პროექტის ისტორიაში", არაჩვეულებრივი ვოკალის გარდა, შესრულების მისი სტილიც გასაოცარია", „ვიტირე! ფინალში მინდა მისი ნახვა!“ - წერენ მომხმარებლებიეს გამოსვლა თავად ბრეგაძისთვისაც განსაკუთრებული გახდა, რასაც იგი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.„სიტყვებს ვერ ვპოულობ. ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩემი მიზანი იმ ემოციების თქვენამდე მოტანა იყო, რასაც ეს სიმღერა იწვევს ჩემში! მე თქვენ მიყვარხართ", - დაწერა მომღერალმა.ახლა ჯერი ამერიკაში მცხოვრებ მაყურებელზეა. მათ აქტიურად უნდა მისცენ ხმა ქართველ მომღერალს, რათა მან შოუში მონაწილეობის გაგრძელება შეძლოს. თუმცა, ხმის მიცემა მხოლოდ ორგანიზატორების მიერ გამოყოფილ დროს არის შესაძლებელი.ნინის მხარდაჭერის მსურველებს ხმის მიცემა შეუძლიათ ტელეკომპანია NBC-ის ვებგვერდზე https://voice.vote.nbc.com, ასევე Voice აპლიკაციის გამოყენებით, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც Android-ზე, ისე iOS-ზე.სამშაბათს, 5 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში, რვა მონაწილე დასახელდება, რომლებიც პროექტის ნახევარფინალში გადავლენ. ასევე დასახელდება ოთხი აუტსაიდერი, რომლებიც შოუში დარჩენისთვის იბრძოლებენ. ამის შემდეგ დაიწყება ხუთწუთიანი კენჭისყრა, რის შემდეგაც გადაწყდება, ვინ დატოვებს და ვინ დარჩება პროექტში.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251570981_25:0:1041:762_1920x0_80_0_0_63a6b4291ac755724424a16e238ff743.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ამერიკული Voice-ის პირველ ლაივ-კონცერტზე ქართველი მონაწილის, ნინი ბრეგვაძის ბრწყინვალე გამოსვლამ როგორც ჟიურის, ისე მსმენელთა მხრიდან დიდი ოვაციები დაიმსახურა.
ნინიმ პროექტის პირველ პირდაპირ ეთერში მუსიკოსების თანხლებით ჯგუფ The Cure-ის სიმღერა Lovesong შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ ნინის შესრულება YouTube-ზე რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა, ვიდეო 40 ათასზე მეტი ნახვა და ბევრი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.
„ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა, რაც კი ოდესმე მინახავს ამ პროექტის ისტორიაში", არაჩვეულებრივი ვოკალის გარდა, შესრულების მისი სტილიც გასაოცარია", „ვიტირე! ფინალში მინდა მისი ნახვა!“ - წერენ მომხმარებლები
ეს გამოსვლა თავად ბრეგაძისთვისაც განსაკუთრებული გახდა, რასაც იგი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სიტყვებს ვერ ვპოულობ. ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩემი მიზანი იმ ემოციების თქვენამდე მოტანა იყო, რასაც ეს სიმღერა იწვევს ჩემში! მე თქვენ მიყვარხართ", - დაწერა მომღერალმა.
ახლა ჯერი ამერიკაში მცხოვრებ მაყურებელზეა. მათ აქტიურად უნდა მისცენ ხმა ქართველ მომღერალს, რათა მან შოუში მონაწილეობის გაგრძელება შეძლოს. თუმცა, ხმის მიცემა მხოლოდ ორგანიზატორების მიერ გამოყოფილ დროს არის შესაძლებელი.
ნინის მხარდაჭერის მსურველებს ხმის მიცემა შეუძლიათ ტელეკომპანია NBC-ის ვებგვერდზე https://voice.vote.nbc.com, ასევე Voice აპლიკაციის გამოყენებით, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც Android-ზე, ისე iOS-ზე.
სამშაბათს, 5 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში, რვა მონაწილე დასახელდება, რომლებიც პროექტის ნახევარფინალში გადავლენ. ასევე დასახელდება ოთხი აუტსაიდერი, რომლებიც შოუში დარჩენისთვის იბრძოლებენ. ამის შემდეგ დაიწყება ხუთწუთიანი კენჭისყრა, რის შემდეგაც გადაწყდება, ვინ დატოვებს და ვინ დარჩება პროექტში.