კვარაცხელიას გოლი 2023 წლის იტალიის ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს

© AFP 2024 / FILIPPO MONTEFORTEხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
აღნიშნული გოლი თავიდან ტურის, შემდეგ – თვის, ახლა კი წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას" კარში გატანილი გოლი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.
ქართველ ფეხბურთელს ჯილდო იტალიის წლის ტრადიციულ საფეხბურთო დაჯილდოებაზე გადასცეს, რომელიც მილანში გაიმართა.
კვარაცხელიამ „ატალანტას" გოლი გასული სეზონის სერია A-ს 26-ე ტურში გაუტანა. შეხვედრა „ნაპოლის" გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.
აღნიშნული გოლი თავიდან ტურის, შემდეგ – თვის, ახლა კი წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელი აღიარეს სერია А–ს საუკეთესო მოთამაშედ, ასევე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორად. გარდა ამისა, კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ აღიარეს, ხოლო ჩემპიონატის 26–ე ტურის ფარგლებში მისი გოლი „ატალანტის“ კარში 2023 წლის მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.
ყველა ახალი ამბავი
0