კისელიოვი: „სპეცოპერაციის მიზნები გლობალური გახდა“

© photo: Sputnik / Nina Zotina
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის ხასიათი და მიზნები გლობალური გახდა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა თავის მიზნად რუსეთის სტრატეგიული დამარცხება გამოაცხადა, განაცხადა საერთაშორისო მედიაჯგუფ „რასია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა მეხუთე მსოფლიო მედია-სამიტზე.
მისი თქმით, დასავლეთს არ მოეწონა რუსეთის მიერ შეთავაზებული მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი და შედეგად, შეერთებულმა შტატებმა და ნატომ „შეაიარაღეს კიევი, აღზარდეს იქ ნაციონალისტები და სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს“.
„ნაციონალისტებმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ენა, რომელზეც ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა საუბრობდა, კანონგარეშედ გამოაცხადეს, დახურეს რუსული სკოლები, აკრძალეს რუსული მუსიკის შესრულება, შემოიღეს ერთიანი სახელმწიფო ენა და შეწყვიტეს მედიკამენტების ინსტრუქციების რუსულ ენაზე წერა. პირველმა მთავრობამ, რომელიც 2014 წლის გადატრიალების შედეგად დასვეს სათავეში, დონბასში სამხედრო არმადა გაგზავნა ტანკებითა და თვითმფრინავებით. ეს არის რუსული ინდუსტრიული ზონა, რომელმაც არ მიიღო გადატრიალების ღირებულებები“, — აღნიშნა კისელიოვმა.
მისი თქმით, სწორედ „მაშინ დაიწყო ომი, რომლის დასრულებაც რუსეთს 2022 წლის სპეციალური სამხედრო ოპერაციით სურდა“.
„ახლა ეს ომი გრძელდება. მაგრამ თუ თავდაპირველად ვიწრო მიზნები — ანუ უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაციადაისახა, მას შემდეგ, რაც დასავლეთმა თავის მიზნად ბრძოლის ველზე რუსეთის სტრატეგიული დამარცხება გამოაცხადა და უკრაინისთვის 50 ქვეყნის კოალიცია შეკრიბა, აწვდის მას ისეთი ღირებულების იარაღს, რომლის რაოდენობაც რუსეთის წლიურ ბიუჯეტს აღემატება, ამ კამპანიის ხასიათი და მისი მიზნები შეიცვალა და გლობალური გახდა“, — განაცხადა კისელიოვმა.
მისი თქმით, „ეს არის ომი ახალი მსოფლიო წესრიგისთვის, მშვიდობა კი ყოველთვის ომის შედეგია".
ყველა ახალი ამბავი
0