მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყველაზე სისხლიანი: ახალი მონაცემები ისრაელი-ჰამასის ომში დაღუპული ჟურნალისტების შესახებ

© AP Photo / Hassan Ammar
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ისრაელისა და ჰამასის ომი რეკორდული გამოდგა დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობით 1992 წლის შემდეგ, როდესაც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (Committee to Protect Journalists, CPJ) რეპორტიორთა სიკვდილიანობის აღრიცხვა დაიწყო, იუწყება CPJ.
უახლესი მონაცემების თანახმად, ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან დღემდე — 7 ოქტომბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში:
დადასტურებულად დაღუპულია 63 ჟურნალისტი — აქედან 56 პალესტინელია, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი;
დაჭრილია 11 ჟურნალისტი;
სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა;
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 19 ჟურნალისტი დაპატიმრებულია;
არსებობს ჟურნალისტთა ოჯახების წევრებზე თავდასხმების, მუქარების, კიბერშეტევებისა და მკვლელობის არაერთი მაგალითი.
ამასთან, CPJ-ის ცნობით, მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე სასიკვდილო ჰამასის თავდასხმის პირველი დღე — 7 ოქტომბერი გამოდგა, როდესაც ექვსი ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო მეორე ყველაზე სისხლიანი დღე 18 ნოემბერი იყო, როდესაც ხუთი რეპორტიორი დაიღუპა.
მანამდე, ოქტომბრის ბოლოს, საინფორმაციო სააგანტოებმა AFP-მა და Reuters-მა ისრაელელ სამხედროებს თავიანთი ჟურნალისტების უსაფრთხოების გარანტიები მოსთხოვეს, თუმცა ცაჰალმა მათ ასეთი გარანტიები ვერ მისცა.
წყარო: Committee to Protect Journalists
ყველა ახალი ამბავი
0