https://sputnik-georgia.com/20231205/armosavlet-dasavletis-avtomagistralze-axali-monakveti-gaixsna-284731210.html
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე ახალი მონაკვეთი გაიხსნა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე ახალი მონაკვეთი გაიხსნა
Sputnik საქართველო
ახალი მონაკვეთების გახსნის ხარჯზე ამ გზებზე ავტოტრანსპორტით მგზავრობის დრო განახევრდება. 05.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-05T21:58+0400
2023-12-05T21:58+0400
2023-12-05T21:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
საქართველოს რეგიონები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284726664_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_04b9536d1098dba4b992feeec062db58.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე ახალი 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს.გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.ახალი მონაკვეთების გახსნის ხარჯზე ამ გზებზე ავტოტრანსპორტით მგზავრობის დრო განახევრდება.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284726664_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_f21ff0e49a3a684ddd61d80d98c5d10c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე ახალი მონაკვეთი გაიხსნა
ახალი მონაკვეთების გახსნის ხარჯზე ამ გზებზე ავტოტრანსპორტით მგზავრობის დრო განახევრდება.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე ახალი 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, შარშან გახსნილ 5 კმ-იან მონაკვეთს ახალი 6 კმ-იანი მაგისტრალური გზა დაემატა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.
გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.
ახალი მონაკვეთების გახსნის ხარჯზე ამ გზებზე ავტოტრანსპორტით მგზავრობის დრო განახევრდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.