https://sputnik-georgia.com/20231204/shio-mrevlis-gvtismshoblis-tazrad-mikvanebas-ulocavs-284691558.html
მიტროპოლიტი შიო მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს
მიტროპოლიტი შიო მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს
Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის მიხედვით 4 დეკემბერს თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ–ერთი – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება აღინიშნება. 04.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-04T16:22+0400
2023-12-04T16:22+0400
2023-12-04T16:22+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250556360_0:302:2571:1748_1920x0_80_0_0_a70d88bff22fcc085a15cc37819d1d3c.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ყოველი ქრისტიანისთვის და ამას მოწმობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც, განაცხადა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ყოველი ქრისტიანისთვის და ამას მოწმობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც. მისი სიტყვებით, ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ყოვლადწმინდამ, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში.მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის მიხედვით 4 დეკემბერს თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ–ერთი – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება აღინიშნება.დღესასწაულს საფუძვლად უდევს თქმულება, რომელიც მოგვითხრობს, როგორ მიიყვანეს მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში სამი წლის მარიამი, რომელიც მომავალში ღვთისმშობელი გახდებოდა.მარიამის მშობლები სახლში დაბრუნდნენ, ის კი ტაძარში დარჩა.მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა და ემსახურებოდა სნეულებს. თავის ულუფა საზრდელს ყოვლადწმინდა მარიამი გლახაკებს აძლევდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა“. ეკლესია ასე განადიდებს ამ დღესასწაულს: „ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა. დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღვთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“.დღესასწაული ქრისტიანობის დასაწყისში დაფუძნდა, ხოლო მართლმადიდებლურ სამყაროში ფართო გავრცელება IX საუკუნეში ჰპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250556360_0:61:2571:1989_1920x0_80_0_0_220d6967ef7d6761b92b72f4f1e7bb22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
მიტროპოლიტი შიო მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის მიხედვით 4 დეკემბერს თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ–ერთი – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება აღინიშნება.
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ყოველი ქრისტიანისთვის და ამას მოწმობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც, განაცხადა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ყოველი ქრისტიანისთვის და ამას მოწმობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც. მისი სიტყვებით, ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ყოვლადწმინდამ, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში.
„დღევანდელ დღესასწაულს, შეიძლება ითქვას, აქვს კიდევ ერთი წინასახე, ვინაიდან ყოვლადწმინდა ქალწული თავისი მშობლების მიერ შეწირული იყო ეკლესიისთვის, მისი ამ გზის დასაწყისში იყო თავგანწირვა და მსხვერპლი. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანის სულიერი ცხოვრების დასაწყისში უნდა იყოს თავგანწირვა", - განაცხადა პატრიარქის თანამოსაყდრემ.
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის მიხედვით 4 დეკემბერს თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ–ერთი – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება აღინიშნება.
დღესასწაულს საფუძვლად უდევს თქმულება, რომელიც მოგვითხრობს, როგორ მიიყვანეს მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში სამი წლის მარიამი, რომელიც მომავალში ღვთისმშობელი გახდებოდა.
მარიამის მშობლები სახლში დაბრუნდნენ, ის კი ტაძარში დარჩა.
მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა და ემსახურებოდა სნეულებს. თავის ულუფა საზრდელს ყოვლადწმინდა მარიამი გლახაკებს აძლევდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა“. ეკლესია ასე განადიდებს ამ დღესასწაულს: „ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა. დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღვთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“.
დღესასწაული ქრისტიანობის დასაწყისში დაფუძნდა, ხოლო მართლმადიდებლურ სამყაროში ფართო გავრცელება IX საუკუნეში ჰპოვა.