https://sputnik-georgia.com/20231204/saqartveloshi-uzbeketis-delegacia-chamodis-284698082.html
საქართველო და უზბეკეთი ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობას გააღრმავებენ
საქართველო და უზბეკეთი ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობას გააღრმავებენ
Sputnik საქართველო
საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. 04.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-04T18:13+0400
2023-12-04T18:13+0400
2023-12-04T18:13+0400
საქართველო
უზბეკეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23539/55/235395508_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_d79d2ac299b9f4ef0a7ae303ed4240df.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველო და უზბეკეთი ტურიზმის, ეკონომიკისა და სოციალური ურთიერთობების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მჭიდრო ეკონომიკურ, ტურისტულ და სოციალური ურთიერთობების მხარდაჭერასა და განვითარებას, თბილისში 5 დეკემბერს ხელს მოაწერენ ქართული ტურისტული კომპანია Chekin Travel-ის გენერალური დირექტორი ია გედევანიშვილი და საქართველოში უზბეკეთის ელჩი ბახრომ აშრაფხანოვი.თბილისს სამშაბათს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზბეკეთის სრულუფლებიანი ელჩი, უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.ერთობლივი ძალებით საქართველო და უზბეკეთი მთავარ მოთამაშეებად უნდა იქცნენ „აბრეშუმის გზაზე", ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლის ტურისტულ სეზონზე „ჩექინ თრეველმა" მიიღო 33 პირდაპირი ჩარტერული რეისი უზბეკეთიდან, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა. საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. 28 წელიწადში საქართველოში უზბეკეთის საელჩო არ გახსნილა. ამავე დროს ტაშკენტში საქართველოს საელჩო ფუნქციონირებს.მიმდინარე წლის სამ კვარტალში უზბეკეთიდან საქართველოში 39.949 ვიზიტი განხორციელდა.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23539/55/235395508_150:0:1050:675_1920x0_80_0_0_aa3aa9cb99f81c231e70430f2380bca3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უზბეკეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, უზბეკეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო და უზბეკეთი ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობას გააღრმავებენ
საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს.
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველო და უზბეკეთი ტურიზმის, ეკონომიკისა და სოციალური ურთიერთობების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მჭიდრო ეკონომიკურ, ტურისტულ და სოციალური ურთიერთობების მხარდაჭერასა და განვითარებას, თბილისში 5 დეკემბერს ხელს მოაწერენ ქართული ტურისტული კომპანია Chekin Travel-ის გენერალური დირექტორი ია გედევანიშვილი და საქართველოში უზბეკეთის ელჩი ბახრომ აშრაფხანოვი.
თბილისს სამშაბათს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზბეკეთის სრულუფლებიანი ელჩი, უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ერთობლივი ძალებით საქართველო და უზბეკეთი მთავარ მოთამაშეებად უნდა იქცნენ „აბრეშუმის გზაზე", ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლის ტურისტულ სეზონზე „ჩექინ თრეველმა" მიიღო 33 პირდაპირი ჩარტერული რეისი უზბეკეთიდან, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა.
საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. 28 წელიწადში საქართველოში უზბეკეთის საელჩო არ გახსნილა. ამავე დროს ტაშკენტში საქართველოს საელჩო ფუნქციონირებს.
მიმდინარე წლის სამ კვარტალში უზბეკეთიდან საქართველოში 39.949 ვიზიტი განხორციელდა.