https://sputnik-georgia.com/20231204/salva-papuasvilma-opozicia-qsenofobiuri-kampaniis-garvivebasi-daadanasaula-284699579.html
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიცია ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებაში დაადანაშაულა
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიცია ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
წელიწადნახევრის განმავლობაში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, მათ შორის რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს შორის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 04.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-04T19:38+0400
2023-12-04T19:38+0400
2023-12-04T19:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58bbf5bba91998016cf42c6420d6386b.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში ჩართულია ქსენოფობიურ კამპანიაში ეთნიკური ნიშნით სიძულვილის გაღვივების მიზნით, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოპოზიციონერებმა არაერთხელ განაცხადეს საქართველოში რუსების უკონტროლო შემოსვლაზე, რაც მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყანას. რამდენიმე მხარე რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეც კი გამოვიდა.რაც შეეხება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას, პაპუაშვილის თქმით, გავიდა წელიწადნახევარი და არანაირი ექსცესი, მათ შორის რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებს შორის, არ მომხდარა.„ეს აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია, ან საქართველოსთან აქვთ კავშირი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.როგორც სპიკერმა აღნიშნა, უსაფრთხოების სამსახური სასაზღვრო კონტროლს სათანადოდ ახორციელებს.მდინარაძე: „ლელოს“ ინიციატივა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული >>არ ყოფილა ისეთი შესვლა, რომელიც საფრთხეს შექმნიდა უსაფრთხოების კუთხით. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების ვითარების საერთო კონტროლი უმაღლეს დონეზეა. არ ყოფილა ინციდენტი, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იქნებოდნენ გარეული, განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გაიხსენა ქალაქში უცნაური ნახატების ისტორია კატის თავის გამოსახულებით და გაუგებარი წარწერით, რომლებიც თბილისში შარშან გამოჩნდა.2022 წლის აპრილში თბილისის ქუჩებში აპრილში გამოჩენილმა გრაფიტიმ კატის თავის გამოსახულებით და ამოუცნობი წარწერით დედაქალაქის მცხოვრებლები შეაშინა და მრავალი „შეთქმულების თეორია“ გააჩინა.თბილისის პოლიციამ იდუმალი გრაფიტის ავტორი იპოვა და გამოუწერა ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - ქალაქის იერ-სახის დამახინჯებისთვის.იდუმალი ნახატების ავტორი აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკვე ერთი წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობს და ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობს. მას ჰყავს კატა სახელად „შიშა“ და სწორედ მას გამოსახავდა ის სიმბოლურად თავის გრაფიტიში. ნახატს ახლდა რუსულენოვანი წარწერა „შიშა“.თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა თბილისში შენობების კედლებზე გრაფიტის ხატვისთვის რუსეთის მოქალაქე 10 ათასი ლარით დააჯარიმა.პარლამენტის ბიურომ ანტირუსული რეზოლუციის რეგისტრაციაზე უარი თქვა >>უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით. დღემდე არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურებულა.რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებს საქართველოში, 2022 წელს მათ ქვეყანაში დაახლოებით 1,1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. 2023 წლის პირველ კვარტალში – 256,8 ათასი ვიზიტი. ზოგადად, რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ საქართველოში სხვადასხვა მიზნით ჩამოსულ უცხოელებს შორის.ეს ღალატია – კობახიძემ „ლელოს“ ინიციატივა გააკრიტიკა >>რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე დარჩენა 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, აგრეთვე 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_310:0:3041:2048_1920x0_80_0_0_3769562a472e86bfb94b8a2a72148cd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიცია ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებაში დაადანაშაულა
წელიწადნახევრის განმავლობაში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, მათ შორის რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს შორის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში ჩართულია ქსენოფობიურ კამპანიაში ეთნიკური ნიშნით სიძულვილის გაღვივების მიზნით, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოპოზიციონერებმა არაერთხელ განაცხადეს საქართველოში რუსების უკონტროლო შემოსვლაზე, რაც მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყანას. რამდენიმე მხარე რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეც კი გამოვიდა.
„ოპოზიცია და მისი აქტივისტი, რამდენიმე „ენჯეო“ დღემდე ჩართულია ქსენოფობიური კამპანიის წამოწყებაში, რათა გააჩინონ სიძულვილი ადამიანების მიმართ მათი ეთნიკურობიდან გამომდინარე. ვხედავთ, რომ ქსენოფობიური კამპანიების წამოწყების სურვილია. საზოგადოება არცერთ პროვოკაციულ კამპანიას არ აჰყვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას, პაპუაშვილის თქმით, გავიდა წელიწადნახევარი და არანაირი ექსცესი, მათ შორის რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებს შორის, არ მომხდარა.
„ეს აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია, ან საქართველოსთან აქვთ კავშირი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, უსაფრთხოების სამსახური სასაზღვრო კონტროლს სათანადოდ ახორციელებს.
არ ყოფილა ისეთი შესვლა, რომელიც საფრთხეს შექმნიდა უსაფრთხოების კუთხით. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების ვითარების საერთო კონტროლი უმაღლეს დონეზეა. არ ყოფილა ინციდენტი, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იქნებოდნენ გარეული, განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გაიხსენა ქალაქში უცნაური ნახატების ისტორია კატის თავის გამოსახულებით და გაუგებარი წარწერით, რომლებიც თბილისში შარშან გამოჩნდა.
„გახსოვთ, კედელზე ნახატებს დასდევდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდეს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატა იყო დახატული. ამ დონის ოპოზიცია გვყავს, კატის ნახატი ჰგონიათ ნიშანი იმისთვის, რომ ბომბი დაეცეს ამა თუ იმ ადგილს. ეს იმ პოლიტიკის და პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ზოგიერთი ჯგუფის დაკვეთით აწარმოებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
2022 წლის აპრილში თბილისის ქუჩებში აპრილში გამოჩენილმა გრაფიტიმ კატის თავის გამოსახულებით და ამოუცნობი წარწერით დედაქალაქის მცხოვრებლები შეაშინა და მრავალი „შეთქმულების თეორია“ გააჩინა.
თბილისის პოლიციამ იდუმალი გრაფიტის ავტორი იპოვა და გამოუწერა ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - ქალაქის იერ-სახის დამახინჯებისთვის.
იდუმალი ნახატების ავტორი აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკვე ერთი წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობს და ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობს. მას ჰყავს კატა სახელად „შიშა“ და სწორედ მას გამოსახავდა ის სიმბოლურად თავის გრაფიტიში. ნახატს ახლდა რუსულენოვანი წარწერა „შიშა“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა თბილისში შენობების კედლებზე გრაფიტის ხატვისთვის რუსეთის მოქალაქე 10 ათასი ლარით დააჯარიმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით. დღემდე არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურებულა.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებს საქართველოში, 2022 წელს მათ ქვეყანაში დაახლოებით 1,1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. 2023 წლის პირველ კვარტალში – 256,8 ათასი ვიზიტი. ზოგადად, რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ საქართველოში სხვადასხვა მიზნით ჩამოსულ უცხოელებს შორის.
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე დარჩენა 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, აგრეთვე 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.