https://sputnik-georgia.com/20231204/ra-sansebi-aqvs-nacmozraobas-saparlamento-arcevnebze-sozar-subaris-prognozi-284681191.html
რა შანსები აქვს „ნაცმოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებზე: სოზარ სუბარი პროგნოზი
რა შანსები აქვს „ნაცმოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებზე: სოზარ სუბარი პროგნოზი
Sputnik საქართველო
2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით. 04.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-04T10:06+0400
2023-12-04T10:06+0400
2023-12-04T10:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/41/237864195_0:11:2000:1136_1920x0_80_0_0_a4c812d17aaa99c0eb6936ea8753f61a.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბოლო არჩევნები, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე შედეგს მიაღწევს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობამ“ სახელმწიფოს უზარმაზარი დარტყმა მიაყენა.„დღეს უკვე წერენ, რომ მალე სავარაუდოდ ხაბეიშვილსაც გადააყენებენ. არ ვიცი, ეგეც მათი გადასაწყვეტია - რაც უნდათ, ის უქნიათ. ეს იყო პარტია, რომელმაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს“ , - აღნიშნა სუბარმა.ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.ბეჟაშვილი: სხვისი ხუშტურის გამო „ნაცმოძრაობა" ახალ არჩევნებს არ ჩაატარებს>>>უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.ამასთან, ოფიციალურად სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრიც კი არ არის. მას არ აქვს უფლება იყოს პარტიის წევრი საქართველოში, რადგან არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა - მსჯავრდებულმა სააკაშვილმა მოქალაქეობაზე უარი მრავალი წლის წინ, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ თქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/41/237864195_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_7f8ca51d89234b7326294ce110923f1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია
რა შანსები აქვს „ნაცმოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებზე: სოზარ სუბარი პროგნოზი
2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბოლო არჩევნები, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე შედეგს მიაღწევს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
„დიდხანს გაუგრძელდათ აგონია - 2024 წლის არჩევნებში მათ ალბათ რამე შედეგი ექნებათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები, როცა ისინი რაიმე შედეგს მიაღწევენ“, - განაცხადა სუბარმა.
დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობამ“ სახელმწიფოს უზარმაზარი დარტყმა მიაყენა.
„დღეს უკვე წერენ, რომ მალე სავარაუდოდ ხაბეიშვილსაც გადააყენებენ. არ ვიცი, ეგეც მათი გადასაწყვეტია - რაც უნდათ, ის უქნიათ. ეს იყო პარტია, რომელმაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს“ , - აღნიშნა სუბარმა.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
ამასთან, ოფიციალურად სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრიც კი არ არის. მას არ აქვს უფლება იყოს პარტიის წევრი საქართველოში, რადგან არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა - მსჯავრდებულმა სააკაშვილმა მოქალაქეობაზე უარი მრავალი წლის წინ, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ თქვა.