https://sputnik-georgia.com/20231204/keti-gibradze-xelovani-284685557.html
„ყველაზე კარგ ინსპირაციას მუშაობის დროს ვიღებ“
„ყველაზე კარგ ინსპირაციას მუშაობის დროს ვიღებ“
Sputnik საქართველო
ქეთი ღიბრაძე ერთდროულად ხეზე, ლითონსა და მინანქარზე მუშაობს. 04.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-04T12:45+0400
2023-12-04T12:45+0400
2023-12-04T12:45+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
ინტერვიუ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251579900_0:56:1001:619_1920x0_80_0_0_8c8dab247163d8ff8b830085574936b1.jpg
სახელოვნებო გიმნაზიაში დედამ შეიყვანა. სწორედ იქ აღმოაჩინა, რომ ხელოვნება იყო ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა. შემდეგ გადაწყვიტა, რომ სამხატვრო აკადემიაში სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკის მიმართულებაზე ჩაებარებინა. ქეთი ღიბრაძემ დღეს ზუსტად იცის, რომ ეს მისი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. როცა სწავლობდა ამავე დროს თავადაც ასწავლიდა, მერიის სტიპენდიანტი ორჯერ იყო. დღეს მხატვართა კავშირის წევრია.. დროთა განმავლობაში კარგად აითვისა ჭედური და ფილიგრანის ტექნიკა. ქმნის სამკაულებს, ფერწერულ ტილოებს და ინტერიერისთვის განსხვავებული დიზაინის ნივთებს.- ქეთი, ხელსაქმე ბავშვობიდან გაინტერესებდათ?- ხატვა მეექსვე-მეშვიდე კლასში დავიწყე. სამკაულებსაც ბავშვობიდან ვაწყობდი, ვქარგავდი და თოჯინებს კაბებს ვუკერავდი. ოჯახში მარტო მე ვარ ხელოვანი, ოჯახის წევრები სრულიად განსხვავებული პროფესიის არიან. ხელოვნებასთან შეხება არც ერთს აქვს, მაგრამ ხელოვნების მოყვარულები ნამდვილად არიან. ლითონის დამუშავება, ჭედურობა, ქანდაკება, მინანქრის ტექნოლოგია. ეს ყველაფერი ჩემს სადიპლომო ნამუშევარში გამოვიყენე.- პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით...- ხელოვნების გიმნაზიაში კომპოზიციას და ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიას ნებისმიერი ასაკის მსურველს ვასწავლი. პარალელურად ჩემს შემოქმედებაზე ვმუშაობ. როცა რაღაც ახალ ტექნიკას აღმოვაჩენ, პარალელურად მასაც ვსწავლობ. ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ. პირველ ნამუშევარს ძალიან მარტივი დეკორატიული ფორმა ჰქონდა.- მუზა როდის უფრო გწყალობთ?- ხშირად ინსპირაცია მოულოდნელად მოდის. შესაძლოა, ერთი შეხედვით საინტერესო იდეა სრულიად შეუფერებელ დროსა და ადგილზე გაგიჩნდეს. ყველაზე კარგ ინსპირაციას თავად მუშაობის დროს ვიღებ. როდესაც ვხედავ რაღაც მასალას, ნივთს და იქიდან გამომდინარე საინტერესო იდეა მიჩნდება. ერთი პერიოდი სანათებს ვამზადებდი. თავიდან არ მქონია მიზანი, რომ ნამუშევარი, რასაც შევქმნიდი, აუცილებლად სანათი უნდა ყოფილიყო. ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით და განსხვავებულ მასალაში ვმუშაობ. ეს ნამუშევრები რომ უბრალოდ დეკორი არ ყოფილიყო, ამისთვის ფუნქციაც შევმატე.- უჩვეულო მასალებსაც ირჩევთ მუშაობისთვის...- ზოგჯერ ვირჩევ ისეთ მასალებსაც, რაზე მუშაობაც გოგოსთვის ტექნიკურად შედარებით რთული პროცესია. თუმცა მიმაჩნია, რომ თუ შენი საქმე გიყვარს, ეს სირთულე მეორეხარისხოვანი ხდება. ამიტომ შემოქმედებითი მუშაობის დროს სირთულეს არ ვაქცევ ყურადღებას. პირიქით, რთულად დასამუშავებელ მასალასთან შეხება ჩემთვის სასიამოვნო პროცესია.- რა არის თქვენთვის შემოქმედება?- შემოქმედება პროცესია, რომლის დროსაც ადამიანი სრულიად ახალ პროდუქტს საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გარემოსთან შეთავსებით ეძებს და ქმნის.ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251579900_50:0:949:674_1920x0_80_0_0_63929b903bad2c4b00f7d75d44456520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, ინტერვიუ
საქართველო, კულტურა საქართველოში, ინტერვიუ
„ყველაზე კარგ ინსპირაციას მუშაობის დროს ვიღებ“
ქეთი ღიბრაძე ერთდროულად ხეზე, ლითონსა და მინანქარზე მუშაობს.
სახელოვნებო გიმნაზიაში დედამ შეიყვანა. სწორედ იქ აღმოაჩინა, რომ ხელოვნება იყო ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა. შემდეგ გადაწყვიტა, რომ სამხატვრო აკადემიაში სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკის მიმართულებაზე ჩაებარებინა. ქეთი ღიბრაძემ დღეს ზუსტად იცის, რომ ეს მისი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. როცა სწავლობდა ამავე დროს თავადაც ასწავლიდა, მერიის სტიპენდიანტი ორჯერ იყო. დღეს მხატვართა კავშირის წევრია.. დროთა განმავლობაში კარგად აითვისა ჭედური და ფილიგრანის ტექნიკა. ქმნის სამკაულებს, ფერწერულ ტილოებს და ინტერიერისთვის განსხვავებული დიზაინის ნივთებს.
- ქეთი, ხელსაქმე ბავშვობიდან გაინტერესებდათ?
- ხატვა მეექსვე-მეშვიდე კლასში დავიწყე. სამკაულებსაც ბავშვობიდან ვაწყობდი, ვქარგავდი და თოჯინებს კაბებს ვუკერავდი. ოჯახში მარტო მე ვარ ხელოვანი, ოჯახის წევრები სრულიად განსხვავებული პროფესიის არიან. ხელოვნებასთან შეხება არც ერთს აქვს, მაგრამ ხელოვნების მოყვარულები ნამდვილად არიან. ლითონის დამუშავება, ჭედურობა, ქანდაკება, მინანქრის ტექნოლოგია. ეს ყველაფერი ჩემს სადიპლომო ნამუშევარში გამოვიყენე.
- პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით...
- ხელოვნების გიმნაზიაში კომპოზიციას და ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიას ნებისმიერი ასაკის მსურველს ვასწავლი. პარალელურად ჩემს შემოქმედებაზე ვმუშაობ. როცა რაღაც ახალ ტექნიკას აღმოვაჩენ, პარალელურად მასაც ვსწავლობ. ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ. პირველ ნამუშევარს ძალიან მარტივი დეკორატიული ფორმა ჰქონდა.
- მუზა როდის უფრო გწყალობთ?
- ხშირად ინსპირაცია მოულოდნელად მოდის. შესაძლოა, ერთი შეხედვით საინტერესო იდეა სრულიად შეუფერებელ დროსა და ადგილზე გაგიჩნდეს. ყველაზე კარგ ინსპირაციას თავად მუშაობის დროს ვიღებ. როდესაც ვხედავ რაღაც მასალას, ნივთს და იქიდან გამომდინარე საინტერესო იდეა მიჩნდება. ერთი პერიოდი სანათებს ვამზადებდი. თავიდან არ მქონია მიზანი, რომ ნამუშევარი, რასაც შევქმნიდი, აუცილებლად სანათი უნდა ყოფილიყო. ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით და განსხვავებულ მასალაში ვმუშაობ. ეს ნამუშევრები რომ უბრალოდ დეკორი არ ყოფილიყო, ამისთვის ფუნქციაც შევმატე.
- უჩვეულო მასალებსაც ირჩევთ მუშაობისთვის...
- ზოგჯერ ვირჩევ ისეთ მასალებსაც, რაზე მუშაობაც გოგოსთვის ტექნიკურად შედარებით რთული პროცესია. თუმცა მიმაჩნია, რომ თუ შენი საქმე გიყვარს, ეს სირთულე მეორეხარისხოვანი ხდება. ამიტომ შემოქმედებითი მუშაობის დროს სირთულეს არ ვაქცევ ყურადღებას. პირიქით, რთულად დასამუშავებელ მასალასთან შეხება ჩემთვის სასიამოვნო პროცესია.
- რა არის თქვენთვის შემოქმედება?
- შემოქმედება პროცესია, რომლის დროსაც ადამიანი სრულიად ახალ პროდუქტს საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გარემოსთან შეთავსებით ეძებს და ქმნის.