„ჯორჯიან ეარვეისი" ევროპის მიმართულებით კვირაში თითქმის 60 რეისს ამატებს

© courtesy of Georgian Airwaysავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2023
გამოწერა
„ჯორჯიან ეარვეისი" იწყებს ფრენებს დუბაისა და ჩინეთის სამი ქალაქის მიმართულებითაც.
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით ფრენებს კვირაში 60 რეისამდე გაზრდის.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში არანაკლებ სამი რეისი შესრულდება.
როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხია, რაც დღე-დღეზე გადაწყდება.
„ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ მიიღო ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება - მაქსიმალურად გაზარდოს ფრენები ევროპის მიმართულებებზე, მათ შორის, ყველა დედაქალაქში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბრიუსელში“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, „ჯორჯიან ეარვეისი" მიმდინარე წლის ბოლოდან იწყებს ფრენებს დუბაიში, მომავალი წლის აპრილიდან კი ჩინეთში (პეკინი, შანხაი, ჩენდუ). ამ მიმართულებებზეც კვირაში სულ ცოტა სამ-სამი რეისი შესრულდება.
ასევე განიხილება ინდოეთის მიმართულებები (დელი და მუმბაი).
უწყების ცნობით, ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებზე ყველა რეისი შესრულდება მხოლოდ დღის საათებში, იშვიათი გამონაკლისი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ზოგიერთი აღმოსავლური მიმართულება.
გარდა ამისა, „ჯორჯიან ეარვეისი" მომავალი წლიდან შემოიყვანს თანამედროვე ახალ თვითმფრინავებს, როგორიცაა „ბოინგი 787 დრიმლაინერი“.
ყველა ახალი ამბავი
0