აბაშაში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2023
გამოწერა
ცოლ-ქმარს ფიზიკური დაზიანებები აქვთ.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს, იუწყება ქართული მედია.
აბაშის ბაზარში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ. სამი ნიღბიანი პირი ტრანსპორტში ავიდა და შუახნის მგზავრებს ტელეფონები წაართვეს.
დამნაშავეები ვერ იჯერებდნენ, რომ ცოლ-ქმარს თანხა არ ჰქონდათ, ამიტომ მანქანის სავარძლები დაჭრეს და ფულს იქ ეძებდნენ.
ამის შემდეგ, იარაღის მუქარით თავი ტყეში შეაყვანინეს და მიკროავტობუსში ხელ-ფეხშეკრულები დატოვეს. ცოლ-ქმარი რამდენიმე საათი გაკოჭილი იყო. მოგვიანებით კაცმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა და გზაზე დახმარების სათხოვნელად გასვლა შეძლო.
პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.
დაზარალებულის ახლობლების ცნობით, ცოლ-ქმარს ფიზიკური დაზიანებები აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0