https://sputnik-georgia.com/20231202/sazareli-mkvleloba-walkasi-dakavebuls-patimroba-seefarda-284666767.html
საზარელი მკვლელობა წალკაში: დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
საზარელი მკვლელობა წალკაში: დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილეს მეზობელი ქალის ნაჯახით მკვლელობაში ედება ბრალი. 02.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-02T20:39+0400
2023-12-02T20:39+0400
2023-12-02T20:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. წალკის რაიონის სოფელ ბედიანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.53 წლის ეკა გულაშვილი სასიკვდილოდ მეზობელმა და თანამშრომელმა, 47 წლის ვოსკან ვოსკანიანმა გაიმეტა. გავრცელებული ინფორმაციით, ვოსკანიანი ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან წინა დღეს ეკა გულაშვილს ნაჯახით თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.მედიის ცნობით, ბრალდებულს სამართალდამცველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიაგნეს.დაკავებულმა დღეს დუმილის უფლება გამოიყენა. მისი ადვოკატი კი მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მომენტში ქალისგან ნაჯახით იცავდა თავს და მის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.პროკურორმა განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მყარი სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა.„მოკლული ქალბატონის, ეკატერინე გულაშვილის გვამი ნანახი იქნა ბრალდებულ ვოსკან ვოსკანიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე - ფაქტობრივად, ჭიშკრის წინ. ქალბატონი იყო მოკლული. თავის არეში, ნაჯახით მიყენებული ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები. ვინაიდან მთელი ღამის განმავლობაში გვამი ეგდო ვოსკან ვოსკანიანის საცხოვრებელი სახლის წინ, სავარაუდოდ, ცხოველებმაც მოახდინეს მასზე ზემოქმედება - გარშემო შემოჭმული ჰქონდა ჭრილობები“, - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
საზარელი მკვლელობა წალკაში: დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილეს მეზობელი ქალის ნაჯახით მკვლელობაში ედება ბრალი.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. წალკის რაიონის სოფელ ბედიანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
53 წლის ეკა გულაშვილი სასიკვდილოდ მეზობელმა და თანამშრომელმა, 47 წლის ვოსკან ვოსკანიანმა გაიმეტა. გავრცელებული ინფორმაციით, ვოსკანიანი ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან წინა დღეს ეკა გულაშვილს ნაჯახით თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, ბრალდებულს სამართალდამცველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიაგნეს.
დაკავებულმა დღეს დუმილის უფლება გამოიყენა. მისი ადვოკატი კი მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მომენტში ქალისგან ნაჯახით იცავდა თავს და მის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
პროკურორმა განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მყარი სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა.
„მოკლული ქალბატონის, ეკატერინე გულაშვილის გვამი ნანახი იქნა ბრალდებულ ვოსკან ვოსკანიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე - ფაქტობრივად, ჭიშკრის წინ. ქალბატონი იყო მოკლული. თავის არეში, ნაჯახით მიყენებული ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები. ვინაიდან მთელი ღამის განმავლობაში გვამი ეგდო ვოსკან ვოსკანიანის საცხოვრებელი სახლის წინ, სავარაუდოდ, ცხოველებმაც მოახდინეს მასზე ზემოქმედება - გარშემო შემოჭმული ჰქონდა ჭრილობები“, - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.