https://sputnik-georgia.com/20231202/male-tbilissi-eleqtronarcenebis-sesagrovebeli-yutebi-gamocndeba-284662390.html
მალე თბილისში ელექტრონარჩენების შესაგროვებელი ყუთები გამოჩნდება
მალე თბილისში ელექტრონარჩენების შესაგროვებელი ყუთები გამოჩნდება
Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტრონარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვაზე მუშაობენ 02.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-02T15:27+0400
2023-12-02T15:27+0400
2023-12-02T15:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24811/56/248115607_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_e7ffb46c88a27417ea3769d8c32b97e2.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უახლოეს დღეებში ელექტრონარჩენების შესაგროვებელი 10 დიდი და 178 პატარა ყუთი დაიდგმება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ყუთები, სადაც ძველი და დაზიანებული ელექტრონარჩენების განთავსებაა შესაძლებელი, დღეს პროექტის „ელექტრონარჩენების შეგროვების და მართვის სისტემის დანერგვა საქართველოში“ პრეზენტაციაზე საჩვენებლად გამოიფინა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ელექტრონარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც.ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად მოხდება ელექტრონარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებასაც.ღონისძიება გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ,ოთარ შამუგიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი დანერგვა სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.მისი განცხადებით, უკვე ფუნქციონირებს სამი ორგანიზაცია და რეესტრში რეგისტრირებულია 11 ათასზე მეტი პირი.„ნარჩენების მართვა ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნესსექტორის და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა“, - აღნიშნა მინისტრმა.ღონისძებაში მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძეც.„ელექტრონული ნარჩენებისგან ღირებული რესურსების აღდგენა მინიმუმამდე ამცირებს ახალი ნედლეულის საჭიროებას, მეტიც, ასეთი ნარჩენების სწორი მართვა იცავს ადამიანისჯანმრთელობას. ის, ასევე შესაბამისობაში მოდის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებთან, რაც ხელს უწყობს ელექტრონული მოწყობილობების ხელახლა გამოყენებას და გადამუშავებას, რაც თავის მხრივ ამცირებს წარმოების გარემოზე ზემოქმედებას,“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.როგორც მიქაუტაძემ განაცხადა, ამ სისიტემის დანერგვა მომავალში ხელს შეუწყობს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცნობიერების ამაღლებას, ნარჩენების გადამუშავების წახალისებას, მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობას.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა მიშელ კოშიელსკიმ. ღონისძიებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ბიზნესასოციაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.პრეზენტაციის ფარგლებში, პანელური დისკუსიები გაიმართა ელექტრონარჩენების შეგროვებისა და მართვის სისტემის დანერგვაზე, ბიზნესსექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე, ელექტრონარჩენების რეციკლირებასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე.ღონისძიება საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის Wasteless ორგანიზებით გაიმართა. Wasteless არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია, რომელშიც 10500 კომპანიაა გაერთიანებული. ორგანიზაცია ელექტრომოწყობილობების, ბატარეების და აკუმულატორების, ზეთებისა და საბურავების ნარჩენების შეგროვებას და მართვის შემდგომ ციკლს უზრუნველყოფს.ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24811/56/248115607_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_e1df27edb5312e1b6612f17b6f579d5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მალე თბილისში ელექტრონარჩენების შესაგროვებელი ყუთები გამოჩნდება
საქართველოში ელექტრონარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვაზე მუშაობენ
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უახლოეს დღეებში ელექტრონარჩენების შესაგროვებელი 10 დიდი და 178 პატარა ყუთი დაიდგმება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყუთები, სადაც ძველი და დაზიანებული ელექტრონარჩენების განთავსებაა შესაძლებელი, დღეს პროექტის „ელექტრონარჩენების შეგროვების და მართვის სისტემის დანერგვა საქართველოში“ პრეზენტაციაზე საჩვენებლად გამოიფინა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ელექტრონარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც.
ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად მოხდება ელექტრონარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებასაც.
ღონისძიება გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ,
ოთარ შამუგიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი დანერგვა სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.
„ნარჩენების მართვა გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ სექტორთან, რომ რეფორმა, რომელიც დავიწყეთ წარმოების გაფართოებული ვალდებულების ნაწილში, იყოს წარმატებული“, -- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მისი განცხადებით, უკვე ფუნქციონირებს სამი ორგანიზაცია და რეესტრში რეგისტრირებულია 11 ათასზე მეტი პირი.
„ნარჩენების მართვა ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნესსექტორის და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ღონისძებაში მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძეც.
„ელექტრონული ნარჩენებისგან ღირებული რესურსების აღდგენა მინიმუმამდე ამცირებს ახალი ნედლეულის საჭიროებას, მეტიც, ასეთი ნარჩენების სწორი მართვა იცავს ადამიანისჯანმრთელობას. ის, ასევე შესაბამისობაში მოდის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებთან, რაც ხელს უწყობს ელექტრონული მოწყობილობების ხელახლა გამოყენებას და გადამუშავებას, რაც თავის მხრივ ამცირებს წარმოების გარემოზე ზემოქმედებას,“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
როგორც მიქაუტაძემ განაცხადა, ამ სისიტემის დანერგვა მომავალში ხელს შეუწყობს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცნობიერების ამაღლებას, ნარჩენების გადამუშავების წახალისებას, მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობას.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა მიშელ კოშიელსკიმ. ღონისძიებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ბიზნესასოციაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის ფარგლებში, პანელური დისკუსიები გაიმართა ელექტრონარჩენების შეგროვებისა და მართვის სისტემის დანერგვაზე, ბიზნესსექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე, ელექტრონარჩენების რეციკლირებასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე.
ღონისძიება საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის Wasteless ორგანიზებით გაიმართა. Wasteless არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია, რომელშიც 10500 კომპანიაა გაერთიანებული. ორგანიზაცია ელექტრომოწყობილობების, ბატარეების და აკუმულატორების, ზეთებისა და საბურავების ნარჩენების შეგროვებას და მართვის შემდგომ ციკლს უზრუნველყოფს.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა.