https://sputnik-georgia.com/20231202/dusetsi-datvi-mokles-ra-sasjeli-emuqreba-brakoniers-284664965.html
დუშეთში დათვი მოკლეს : რა სასჯელი ემუქრება ბრაკონიერს
დუშეთში დათვი მოკლეს : რა სასჯელი ემუქრება ბრაკონიერს
Sputnik საქართველო
მურა დათვი „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობათა ჩამონათვალშია შეტანილი. 02.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-02T18:52+0400
2023-12-02T18:52+0400
2023-12-02T19:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_17c9f9e57c002bdc06b5ee0fb27038d3.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მურა დათვის მოკვლისთვის ბრაკონიერები დააკავეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, მურა დათვი „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობათა ჩამონათვალშია შეტანილი და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში არის გადაგზავნილი.ამასთან, ბრაკონიერებს 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევთ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის.საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ცხოველებზე და ფრინველებზე ნადირობა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი შრომით 2 წლამდე ვადით ანდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_eb8e4720fd3f8ea128dead51962dc1e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
დუშეთში დათვი მოკლეს : რა სასჯელი ემუქრება ბრაკონიერს
18:52 02.12.2023 (განახლებულია: 19:24 02.12.2023) მურა დათვი „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობათა ჩამონათვალშია შეტანილი.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მურა დათვის მოკვლისთვის ბრაკონიერები დააკავეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მურა დათვი „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობათა ჩამონათვალშია შეტანილი და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში არის გადაგზავნილი.
ამასთან, ბრაკონიერებს 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევთ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის.
საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ცხოველებზე და ფრინველებზე ნადირობა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი შრომით 2 წლამდე ვადით ანდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.