ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიხსნა

© FB / Chocolaterie Artisanხელნაკეთი შოკოლადი
ხელნაკეთი შოკოლადი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2023
გამოწერა
წარმოდგენილია როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება.
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიხსნა.
სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები 2 და 3 დეკემბერს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე ჩატარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობს 30-მდე კომპანია, მათ შორის დამწყები სტარტაპერები და ცნობილი კომპანიები. წარმოდგენილია როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება.
ღონისძიებაზე ასევე საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციებია წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრებისთვის შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების, საახალწლო გვირგვინებისა და თათარას მოდუღების მასტერ-კლასიც გაიმართება.
ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნა. დამთვალიერებლებს მთელი დღის განმავლობაში სანტა-კლაუსი, სპეციალურად მოწყობილი საახალწლო ფოტო-დეკორაცია და ბევრი გათამაშება დახვდებათ. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.
ამასთან, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ეკოშემეცნებითი საახალწლო აქტივობები ბავშვებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0