შვეიცარიაში ქართულ ღვინოს გაეცნენ

© National Wine Agency of Georgiaქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა ციურიხში
ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა ციურიხში - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
ქართული ღვინის წარდგენას 70-ზე მეტი მოწვეული სტუმარი დაესწრო.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღონისიძება ღვინის ეროვნული სააგენტოს, ციურიხში „ქართული ღვინის სახლის" (GeoHauss GmbH) და ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის" ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
ქართული ღვინის წარდგენას 70-ზე მეტი მოწვეული სტუმარი, მათ შორის, ადგილობრივი დარგის ექსპერტები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და იმპორტიორები დაესწრნენ.
ღონიძიებას ჟურნალ „ვინუმის" ერთ-ერთი რედაქტორი მიგელ ზამორანო უძღვებოდა.
„ციურიხში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია და მასტერ-კლასი მეღვინეობის სფეროში ევროპაში უმსხვილესი გამოცემა „ვინუმის" მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას შვეიცარიის ბაზარზე", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ.
დავით ტყემალაძის განცხადებით, ბოლო წლებში, შვეიცარია გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, არაერთი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა.
CBSNews-მა ქართული მეღვინეობის შესახებ ფილმი გადაიღო>>
შვეიცარიაში განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებს შორის აღსანიშნავია ქალაქ ბერნში გამართული „ქართული ღვინის ფორუმი"; ქალაქ ციურიხში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში Ortsmuseum Hongg, ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი ეთნოგრაფიული ჟანრის პერმანენტული გამოფენა „საქართველო - 8000 მოსავალი"; ქართული ღვინის მწარმოებლების მონაწილეობა გამოფენაში „ექსპოვინა" და სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0