https://sputnik-georgia.com/20231201/rusetis-ramdenma-moqalaqem-miigo-saqartveloshi-binadrobis-upleba-284651862.html
რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება - მონაცემები განახლდა
რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ბინადრობის უფლება - დოკუმენტია, რომელიც უცხოელს ვიზის მოქმედების ვადის მიუხედავად საქართველოში შეუფერხებლად ყოფნის და თავისთან სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას... 01.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-01T19:28+0400
2023-12-01T19:28+0400
2023-12-01T19:28+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284459256_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_5d005c9c92e9cbb0812fced7a289cc46.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 4 საქართველოს ხელისუფლებას ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიმართა რუსეთის 15,5 ათასზე მეტმა მოქალაქემ, მათგან დაახლოებით 33,2%-მა მიიღო უარყოფითი პასუხი, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იუსტიციის სამინისტროს მასალებში, რომელიც სადეპუტატო კითხვაზე საპასუხოდ გამოქვეყნდა.სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად უწყებას 15.506-მა რუსმა მიმართა, აქედან 3.708-მა 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში და 8.198-მა 2023 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.მთელი პერიოდის განმავლობაში რუსეთის 5.156 მოქალაქეს ეთქვა უარი ბინადრობის უფლების მიღებაზე, 609 ადამიანის განცხადების განხილვაზე კი სამინისტრომ უარი რიგი მიზეზის გამო თქვა.2023 წლის 17 ნოემბრისთვის რუსეთის 9.021 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა, დანარჩენი განხილვის სტადიაშია. ამასთან, საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება 2.287-მა რუსმა მიიღო.ბინადრობის უფლება - დოკუმენტია, რომელიც უცხოელს ვიზის მოქმედების ვადის მიუხედავად საქართველოში შეუფერხებლად ყოფნის და თავისთან სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას ანიჭებს.საქართველოში გაიცემა ათი ტიპის ბინადრობის უფლება: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი და მოკლევადიანი.ბინადრობის თითოეული ტიპისთვის განსხვავებული დოკუმენტების ჩამონათვალი არსებობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284459256_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_d3fb0bcb30cbe727d01811a7008b7f09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება - მონაცემები განახლდა
ბინადრობის უფლება - დოკუმენტია, რომელიც უცხოელს ვიზის მოქმედების ვადის მიუხედავად საქართველოში შეუფერხებლად ყოფნის და თავისთან სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას ანიჭებს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 4 საქართველოს ხელისუფლებას ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიმართა რუსეთის 15,5 ათასზე მეტმა მოქალაქემ, მათგან დაახლოებით 33,2%-მა მიიღო უარყოფითი პასუხი, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იუსტიციის სამინისტროს მასალებში, რომელიც სადეპუტატო კითხვაზე საპასუხოდ გამოქვეყნდა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად უწყებას 15.506-მა რუსმა მიმართა, აქედან 3.708-მა 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში და 8.198-მა 2023 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
მთელი პერიოდის განმავლობაში რუსეთის 5.156 მოქალაქეს ეთქვა უარი ბინადრობის უფლების მიღებაზე, 609 ადამიანის განცხადების განხილვაზე კი სამინისტრომ უარი რიგი მიზეზის გამო თქვა.
2023 წლის 17 ნოემბრისთვის რუსეთის 9.021 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა, დანარჩენი განხილვის სტადიაშია. ამასთან, საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება 2.287-მა რუსმა მიიღო.
ბინადრობის უფლება - დოკუმენტია, რომელიც უცხოელს ვიზის მოქმედების ვადის მიუხედავად საქართველოში შეუფერხებლად ყოფნის და თავისთან სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას ანიჭებს.
საქართველოში გაიცემა ათი ტიპის ბინადრობის უფლება: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი და მოკლევადიანი.
ბინადრობის თითოეული ტიპისთვის განსხვავებული დოკუმენტების ჩამონათვალი არსებობს.