https://sputnik-georgia.com/20231201/moskovi-kievisgan-molaparakebebis-mzaobas-ver-xedavs-lavrovi-284652014.html
მოსკოვი კიევისგან მოლაპარაკებების მზაობის სიგნალს ვერ ხედავს – ლავროვი
მოსკოვი კიევისგან მოლაპარაკებების მზაობის სიგნალს ვერ ხედავს – ლავროვი
Sputnik საქართველო
პოლიტიკური პროცესის დასაწყებად, როგორც ტანგოში, ორია საჭირო, მაგრამ კიევის რეჟიმი ბრეიკ–დანსს ცეკვავს, აღნიშნა დიპლომატმა. 01.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-01T19:49+0400
2023-12-01T19:49+0400
2023-12-01T19:49+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
სერგეი ლავროვი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/01/284647645_0:0:3157:1776_1920x0_80_0_0_633240aaf248137d4150668ea2743500.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვი ვერ ხედავს ვერც კიევის, ვერც მის უკან მდგომი ქვეყნების მოქმედებებში ვერანაირ სიგნალს მზაობის შესახებ, გადავიდნენ ვითარების პოლიტიკურ დარეგულირებაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.რუსი დიპლომატი განცხადებით პარასკევს ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა, სადაც ეუთოს სხდომა მიმდინარეობს.მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული კრიზისის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად ორივე მხარის ძალისხმევაა საჭირო, „როგორც ტანგოში“.მან ასევე გაიხსენა, რომ შეთანხმება შვიდობის შესახებ მოსკოვსა და კიევს შორის ჯერ კიდევ 2022 წლის მარტის ბოლოს, სტამბულის მოლაპარაკებებზე შედგა, თუმცა, შემდეგ უკრაინის ხელისუფლება დიდი ბრიტანეთის ექს–პრემიერის, ბორის ჯონსონის რჩევას მიჰყვა, რომ იომოს.ახლა არახამიამ აღიარა, რომ უცბად ჩავიდა ბორის ჯონსონი და თქვა: „არა, მოდით, ჯერ ვიომოთ“, აღნიშნა ლავროვმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ამ გარემოებაზე მოსკოვმა მრავალჯერ მიუთითა, მაგრამ ახლა უკვე კიევის რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ეს ფაქტი.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/01/284647645_248:0:2969:2041_1920x0_80_0_0_0c802edd8dc12f282b48df5f10b504f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , სერგეი ლავროვი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , სერგეი ლავროვი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა
მოსკოვი კიევისგან მოლაპარაკებების მზაობის სიგნალს ვერ ხედავს – ლავროვი
პოლიტიკური პროცესის დასაწყებად, როგორც ტანგოში, ორია საჭირო, მაგრამ კიევის რეჟიმი ბრეიკ–დანსს ცეკვავს, აღნიშნა დიპლომატმა.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვი ვერ ხედავს ვერც კიევის, ვერც მის უკან მდგომი ქვეყნების მოქმედებებში ვერანაირ სიგნალს მზაობის შესახებ, გადავიდნენ ვითარების პოლიტიკურ დარეგულირებაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
რუსი დიპლომატი განცხადებით პარასკევს ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა, სადაც ეუთოს სხდომა მიმდინარეობს.
„აქამდე ვერ ვხედავთ რამე სახის სიგნალს ვერც კიევის და ვერც მისი პატრონების მხრიდან იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან პოლიტიკურ პროცესზე გადასვლისთვის. უფრო მეტიც, ზელენსკიმ წლინახევრის წინ ხელი მოაწერა დეკრეტს, რომელიც კრძალავს მოლაპარაკებებს პუტინის მთავრობასთან, და მის გაუქმებას ის არ აპირებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული კრიზისის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად ორივე მხარის ძალისხმევაა საჭირო, „როგორც ტანგოში“.
„მაგრამ ბიჭები იმ მხრიდან არა ტანგოს, არამედ ბრეიკ–დანსს ცეკვავენ. იქ სოლირებაა საჭირო“, – ირონიულად აღნიშნა ლავროვმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ შეთანხმება შვიდობის შესახებ მოსკოვსა და კიევს შორის ჯერ კიდევ 2022 წლის მარტის ბოლოს, სტამბულის მოლაპარაკებებზე შედგა, თუმცა, შემდეგ უკრაინის ხელისუფლება დიდი ბრიტანეთის ექს–პრემიერის, ბორის ჯონსონის რჩევას მიჰყვა, რომ იომოს.
„ის, რომ ეს ზუსტად ასე იყო, რომ მოხერხდა შეთანხმება, ცოტა ხნის წინ დაადასტურა ამ მოლაპარაკებების პირდაპირმა მონაწილემ, რომელიც ახლა ზელენსკის ფრაქციას ხელმძღვანელობს პარლამენტში – დავით არახამიამ. ის სტამბულში უკრაინის დელეგაციის ერთ–ერთი წევრი იყო. მან ცოტა ხნის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერი მზად იყო, შეთანხმება მოხდა“, – განაცხადა ლავროვმა.
ახლა არახამიამ აღიარა, რომ უცბად ჩავიდა ბორის ჯონსონი და თქვა: „არა, მოდით, ჯერ ვიომოთ“, აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ამ გარემოებაზე მოსკოვმა მრავალჯერ მიუთითა, მაგრამ ახლა უკვე კიევის რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ეს ფაქტი.