ქადაგიძე: დასანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით სახდეპარტამენტის პასუხს ველოდებით

© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვეა ითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტისგან ქართველი მოსამართლეების სანქცირების დასაბუთების მტკიცებულებებს
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ჯერ კიდევ ელოდება მტკიცებულებებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელმაც გადაწყვიტა ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს მტკიცებულებების წარდგენისკენ.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ბუნებრივია, ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ ჩვენ ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს. თუ ისინი თვლიან, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეა და ემყარება სათანადო მტკიცებულებებს, მაშინ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იქნას, რადგანაც ჩვენმა ქვეყანამ 1937 წელს გაიარა საქმეებზე და განცდებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება. ჩვენ ვეფუძნებით მხოლოდ მტკიცებულებებს“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
პაპუაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები უნდა მოუხსნას>>>
ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
ყველა ახალი ამბავი
0