თბილისის მერიამ სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშიოფთალმოლოგი
ოფთალმოლოგი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
პირველი ეტაპი 2023 წლის გაზაფხულზე განხორციელდა და მასში კომპლექსური სპორტული ცენტრების 500-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. 3-დან 18 წლამდე 400-ზე მეტ ბენეფიციარს ერთი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება კომპლექსური სამედიცინო შემოწმება უფასოდ გაიაროს, რის საფუძველზეც გაიცემა რეკომენდაციები სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობისა და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მერიამ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტო პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო. პროგრამა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სამ სპორტულ ცენტრში ხორციელდება.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიისა და ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მხარდაჭერით.
თბილისში სპორტში ჩართული მოზარდებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო>>>
პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრთან, ფიგურული სრიალის სპორტულ ცენტრთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სპორტულ ცენტრთან შესაბამისი მემორანდუმები გააფორმა.
სამედიცინო შემოწმება საერთაშორისო გაიდლაინებისა და იმ პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება, რომელიც სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიამ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიასთან ერთად მოამზადა.
პროგრამის პირველი ეტაპი 2023 წლის გაზაფხულზე განხორციელდა და მასში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრების 500-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0