https://sputnik-georgia.com/20231201/kobaxize-sanso-mxolod-nacmozraobas-aqvs-284628189.html
კობახიძე: შანსი მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს
კობახიძე: შანსი მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს
Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა“ განწირულია დამარცხებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში მოხვდება, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა. 01.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-01T10:00+0400
2023-12-01T10:00+0400
2023-12-01T11:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24325/15/243251579_0:216:2304:1512_1920x0_80_0_0_aca6de1b27bb4ea0cebb3c74e5143d65.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც შეძლებს საარჩევნო ბარიერის გადალახვას, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.ამასთან, მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განწირულია დამარცხებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში მოხვდება.ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24325/15/243251579_0:0:2304:1728_1920x0_80_0_0_aae9d0aadb82d5abe03f92c60b04c3ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
კობახიძე: შანსი მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს
10:00 01.12.2023 (განახლებულია: 11:06 01.12.2023) „ნაციონალური მოძრაობა“ განწირულია დამარცხებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში მოხვდება, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც შეძლებს საარჩევნო ბარიერის გადალახვას, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
„ასეთ პირობებში, არც პარტია „ნაცმოძრაობას“, არ „ლელოს“, არც გახარიას, არც სალომე ზურაბიშვილს, ლომჯარიას და სხვას წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვს. ერთადერთი შეიძლება პარტია „ნაცმოძრაობამ“ 5%-იანი ბარიერი გადალახოს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განწირულია დამარცხებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში მოხვდება.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.