https://sputnik-georgia.com/20231201/daakaves-mamakaci-romelmac-merve-sartulidan-zarli-gadmoagdo-284647920.html
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მერვე სართულიდან ძაღლი გადმოაგდო
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მერვე სართულიდან ძაღლი გადმოაგდო
Sputnik საქართველო
დაკავებულს ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 01.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-01T18:01+0400
2023-12-01T18:01+0400
2023-12-01T18:01+0400
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
თბილისი დღეს
საზოგადოება
ცხოველთა დაცვა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_469e5531402cc306cc1b66fe9c33b421.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების მიხედვით, 29 ნოემბერს თბილისში ბრალდებულმა მამის კუთვნილი „როტვეილერის" ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო. ძაღლი ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_128:0:896:576_1920x0_80_0_0_78f6c6381b67f46f9bc2b37d635981c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, თბილისი დღეს, საზოგადოება, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, თბილისი დღეს, საზოგადოება, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები, საქართველო
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მერვე სართულიდან ძაღლი გადმოაგდო
დაკავებულს ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, 29 ნოემბერს თბილისში ბრალდებულმა მამის კუთვნილი „როტვეილერის" ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო. ძაღლი ადგილზე დაიღუპა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების
ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.