https://sputnik-georgia.com/20231201/bankebis-mier-gacemuli-kreditebi-oqtombershi-gaizarda-284654798.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ოქტომბერში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ოქტომბერში გაიზარდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ლარიზაციის კოეფიციენტმა კრედიტების მთლიანი მოცულობის 54,82% შეადგინა. 01.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-01T23:07+0400
2023-12-01T23:07+0400
2023-12-01T23:07+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250027242_0:130:3181:1919_1920x0_80_0_0_41a536e5024a31ed168cda3629145d90.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 953,1 მილიონი ლარით, ანუ 1,94%-ით გაიზარდა და 1 ნოემბრისთვის 50,12 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 431,98 მილიონი ლარით, ანუ 1,6%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 521,07 მილიონი ლარით, ანუ 2,36%-ით.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,21 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2,51%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 14,04 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1,43%-ით მეტია.2023 წლის ოქტომბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,06%-ით, ანუ 275,01 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, 26,12 მლრდ ლარი შეადგინა.მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 54,82% შეადგინა, რაც 0,18 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 ოქტომბრის მაჩვენებელზე.ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 15 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250027242_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_f8613f962d98ba1356a094c071170302.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ოქტომბერში გაიზარდა
მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ლარიზაციის კოეფიციენტმა კრედიტების მთლიანი მოცულობის 54,82% შეადგინა.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 953,1 მილიონი ლარით, ანუ 1,94%-ით გაიზარდა და 1 ნოემბრისთვის 50,12 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 431,98 მილიონი ლარით, ანუ 1,6%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 521,07 მილიონი ლარით, ანუ 2,36%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,21 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2,51%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 14,04 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1,43%-ით მეტია.
2023 წლის ოქტომბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,06%-ით, ანუ 275,01 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, 26,12 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 54,82% შეადგინა, რაც 0,18 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 ოქტომბრის მაჩვენებელზე.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 15 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.