https://sputnik-georgia.com/20231130/zemo-larsi-dres-rusetis-sazrvrisken-mimavali-gza-trailerebistvis-gaixsna-284594000.html
ზემო ლარსი დღეს: რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის გაიხსნა
ზემო ლარსი დღეს: რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის გაიხსნა
Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერებისთვის მოძრაობა 26 ნოემბერს თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აიკრძალა. 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T00:14+0400
2023-11-30T00:14+0400
2023-11-30T00:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24394/40/243944081_459:465:2500:1613_1920x0_80_0_0_db29d86dbd846766206193955fb5e8a0.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერებისთვის მოძრაობა 26 ნოემბერს თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აიკრძალა. გუშინ მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისთვის აღდგა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24394/40/243944081_545:515:2009:1613_1920x0_80_0_0_11f6bd05ccab7db19c7cf855431d6879.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ზემო ლარსი დღეს: რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის გაიხსნა
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერებისთვის მოძრაობა 26 ნოემბერს თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აიკრძალა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერებისთვის მოძრაობა 26 ნოემბერს თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აიკრძალა. გუშინ მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისთვის აღდგა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.