ყოფილი ცოლის საძინებელში მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟა: პოლიციამ მამაკაცი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისა და მიყურადების ფაქტზე 44 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, თბილისში მცხოვრებმა მამაკაცმა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში - მოსასმენი მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟა.
„მოწყობილობებში განათავსა სიმ-ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ ჩაატარა.
ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 158-ემუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ( კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება) დააკავეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0