https://sputnik-georgia.com/20231130/saqartvelos-parlamentma-xresisa-da-qvisis-mopovebaze-mosakreblis-gazrdas-msvleloba-misca-284594139.html
საქართველოს პარლამენტმა ხრეშისა და ქვიშის მოპოვებაზე მოსაკრებლის გაზრდას მსვლელობა მისცა
საქართველოს პარლამენტმა ხრეშისა და ქვიშის მოპოვებაზე მოსაკრებლის გაზრდას მსვლელობა მისცა
Sputnik საქართველო
ხრეშისა და ქვიშის მოპოვება მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, განაცხადეს მმართველ პარტიაში 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T00:23+0400
2023-11-30T00:23+0400
2023-11-30T00:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1d/284592325_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_b22f14ae67bd1104f50f245c19e2656b.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებები ხრეშისა და ქვიშის მოპოვებაზე მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.ცვლილებების თანახმად, ხრეშა-ქვიშის მოპოვებისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა სამჯერ იზრდება და 0,2 ლარის ნაცვლად 0,6 ლარით განისაზღვრება.პროექტის ინიციატორების (მმართველი პარტიის დეპუტატები - რედ.) განმარტებით, ქვიშა-ხრეშის მოპოვება ბოლო 10 წლის მანძილზე ყოველწლიურად სტაბილურად 2%-ით იზრდება, რაც გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.წარმოებიდან ძირითად შემოსავალს იღებენ იმერეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონები.დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ გაზრდილი მოსაკრებელი ხელს შეუწყობს რეგიონული ბიუჯეტების შემოსავლების 3-ჯერ გაზრდას და მზარდი მოთხოვნის პირობებში, ამას შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ფისკალური ეფექტი ჰქონდეს.კანონპროექტი ძალაში პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1d/284592325_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_ca9e308d47901a08abe65283668ebb62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტმა ხრეშისა და ქვიშის მოპოვებაზე მოსაკრებლის გაზრდას მსვლელობა მისცა
00:23 30.11.2023 (განახლებულია: 00:27 30.11.2023) ხრეშისა და ქვიშის მოპოვება მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, განაცხადეს მმართველ პარტიაში
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებები ხრეშისა და ქვიშის მოპოვებაზე მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცვლილებების თანახმად, ხრეშა-ქვიშის მოპოვებისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა სამჯერ იზრდება და 0,2 ლარის ნაცვლად 0,6 ლარით განისაზღვრება.
პროექტის ინიციატორების (მმართველი პარტიის დეპუტატები - რედ.) განმარტებით, ქვიშა-ხრეშის მოპოვება ბოლო 10 წლის მანძილზე ყოველწლიურად სტაბილურად 2%-ით იზრდება, რაც გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
წარმოებიდან ძირითად შემოსავალს იღებენ იმერეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონები.
დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ გაზრდილი მოსაკრებელი ხელს შეუწყობს რეგიონული ბიუჯეტების შემოსავლების 3-ჯერ გაზრდას და მზარდი მოთხოვნის პირობებში, ამას შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ფისკალური ეფექტი ჰქონდეს.
კანონპროექტი ძალაში პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა.