https://sputnik-georgia.com/20231130/rusuli-su-57-284620130.html
მოსაზრება: რას ჰპირდება ნატოს „დრონების გროვა“ რუსული სუ-57-ის ნაკვეთურებში
მოსაზრება: რას ჰპირდება ნატოს „დრონების გროვა“ რუსული სუ-57-ის ნაკვეთურებში
Sputnik საქართველო
ამერიკული დეკორატიული თვითმფრინავების — F-22-სა და F-35-ისგან განსხვავებით, რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებლები სუ-57 წარმატებით ასრულებენ საბრძოლო მისიებს... 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T16:36+0400
2023-11-30T16:36+0400
2023-11-30T16:36+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24472/78/244727844_0:7:1000:570_1920x0_80_0_0_9144a8801893a8df1adb6fcff1143162.jpg
ამერიკული დეკორატიული თვითმფრინავების — F-22-სა და F-35-ისგან განსხვავებით, რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებლები სუ-57 წარმატებით ასრულებენ საბრძოლო მისიებს ნატოს დაზვერვის, საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ომის სისტემების აქტიური კონტრრექციის პირობებში. სუ-57-ისთვის შექმნილი უახლესი „დრონების გროვა“ უნიკალურ საბრძოლო პლატფორმას მაღალტექნოლოგიურ ოპციებს, დაცვასა და დარტყმის ძალას შესძენს.რუსული სუ-57-ის საბორტო იარაღის კომპლექსში სხვადასხვა დანიშნულების მინი-დრონებიაინტეგრირებული: მოიერიშე, დაზვერვის, ელექტრონული ომისა. სუ-57 მიიღებს დამატებით შესაძლებლობებს უპილოტო საფრენი აპარატების ფარული მიწოდებისთვის საბრძოლო გამოყენების ხაზზე და დრონების ჯგუფის დისტანციური მართვისთვის. მტრის მაღალტექნოლოგიური საჰაერო თავდაცვის სისტემის გარღვევა რეალობად იქცევა.სუ-57-ის საბრძოლო არსენალში შედის 15-ზე მეტი „ჰაერი-ჰერისა“ და „ჰაერი-ზედაპირის“ კლასისიარაღი. ახალი შორი მანძილის ფრთოსანირაკეტა, რომელიც ინტეგრირებულია სუ-57-ის საბორტო იარაღის კომპლექსში, საშუალებას აძლევს მას, გადაჭრას სტრატეგიული პრობლემები და მასმეხუთე თაობის მრავალფუნქციური სტრატეგიულიბომბდამშენების — ტუ-95MS-ისა და ტუ-160-ის გვერდით აყენებს.ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს სუ-57-ს, წარმატებით იმოქმედოს მძიმე თავდასხმის დრონ ს-70 „ოხოტნიკთან“ ერთად, რომელთა საბრძოლო რადიუსი 5000 კმ-მდეა, აქვს საკუთარი „ტვინი“და ექვსტონიანი რაკეტებისა და ბომბის არსენალი.ამის კვალდაკვალ „როსტექმა“ შექმნა მინიატურული საბორტე სისტემა„ჩვენიანი-უცხო“ მტრის დრონების იდენტიფიცირებისთვის.მრავალფუნქციური სუ-57 შექმნილია ყველა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და ზედაპირული სამიზნეების, მტრის საჰაერო თავდაცვის გასანადგურებლად და ბაზიდან დიდ მანძილზე საჰაერო სივრცის პატრულირებისა და კონტროლისთვის.ღრმად ინტეგრირებული ავიონიკის ფუნდამენტურად ახალი კომპლექსით აღჭურვილი სუ-57 ჰარმონიულად აერთიანებს გამანადგურებლისა და მოიერიშე თვითმფრინავის ფუნქციებს. მან წარმატებით გაიარა გამოცდა სირიაში და ეფექტურად მოქმედებს უკრაინის სამხედრო ოპერაციების თეატრში.გარღვევა მომავლისკენდასავლეთს აშფოთებს რუსული საბრძოლო ავიაციისადა ცალკე სუ-57-ის მზარდი ძალა. აშშ-ისა და ნატოს სტრატეგებს ესმით, რომ უკრაინაში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს უნიკალური გამოცდილება მისცა მეხუთე თაობის გამანადგურებლებისინტენსიურ საჰაერო ბრძოლებსადა თავდასხმებში სახმელეთო სამიზნეებზე — ალიანსის ქვეყნების სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგობის პირობებში.მითოლოგიზებულ ამერიკულ F-35/F-22-ს და მსოფლიოში სხვა არცერთ მეხუთე თაობის თვითმფრინავს არ აქვს ასეთი გამოცდილება, თუნდაც მცირე რაოდენობით. სუ-57-ის არსენალის ზრდა და მაღალტექნოლოგიური ვარიანტების დიაპაზონი კიდევ უფრო სასოწარკვეთილს ხდისრუსეთის ოპონენტებს, რომლებიც ოცნებობენ მის დამარცხებაზე უკრაინის მარიონეტულ ომში.Military Watch აღნიშნავს: „დრონების მზიდის სახით მუშაობა სუ-57-ს სრულიად უნიკალურად აქცევსს თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს შორის მთელს მსოფლიოში“.მანამდე დასავლეთი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა სუ-57-ის ჰიპერბგერით რაკეტა R-37M-თან ინტეგრაციის შემდეგ, რაც შესაძლებელსხდის მტრის თვითმფრინავების განადგურებას პენტაგონისა და ნატოსსაჰაეროძალებისთვისმიუწვდომელმანძილზე— 400 კმ-ზე.იმავდროულად დაიწყო მრავალფუნქციურისსუ-57-ის აღჭურვა მეორე ეტაპის ძრავით „იზდელიე 30", რომელიც საშუალებას იძლევა, მიიღწეს ზებგერითი სიჩქარე ფორსაჟის ჩართვის გარეშე — 2600 კმ/სთ-მდე, შემცირდეს საწვავის მოხმარება და გაიზარდოს საბრძოლო რადიუსი. პრაქტიკული მანძილი საწვავის შევსების გარეშე 5000 კმ-ზე მეტია. სამგანზომილებიანი ბიძგების ვექტორირება უზრუნველყოფს სუ-57-ის წარმოუდგენელ საჰაერო მანევრებს, რომლებიც მიუწვდომელია ყველა სხვა მეხუთე თაობის თვითმფრინავისთვის.რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებელი მეტწილად მეექვსე თაობის ტექნოლოგიებითაა შექმნილი. შეუძლია ამოცანების 90 პროცენტის ავტომატურად შესრულება და სრულადავტომატურადმოქმედებაცკი - წინასწარ მომზადებული პროგრამის მიხედვით. სუ-57-ის საბრძოლო გამოყენებისა და კონტროლის ერთიანი საინფორმაციო სისტემა ინტეგრირებულია სხვა თვითმფრინავების მონაცემების გაცვლის ქვესისტემასთან. ის უზრუნველყოფს ურთიერთქმედებას სამეთაურო პუნქტებთან, თვითმფრინავების ჯგუფებთან, სახმელეთო ჯარების, საჰაერო-კოსმოსური ძალების და საზღვაო ძალების სადაზვერვო სისტემებთან.სუ-57 აღჭურვილია აქტიური ფაზური რადარით. დამატებითი „გვერდითი“ რადარები გამანადგურებელს სრულიად ავტონომიურს ხდის სამიზნეებისძიებაშიდა უხილავად აქცევს მტრის რადარებისთვის.რადიოელექტრონული ბრძოლის ინტეგრირებულისისტემასაშუალებასაძლევს მას, შეფერხებები შექმნას ყველარაკურსითა და პროექციით — დაიცვას თავი თვითდამიზნების ქობინების მქონე რაკეტებისგან. საბორტე კომპლექსი „ჰიმალაი“ მნიშვნელოვან მანძილზე „ხედავს“ და „ანეიტრალებს“ F-35 Lightning II-სა და F-22 Raptor-ს.უცხოელი ექსპერტები იძულებულნი გახდნენ ეთქვათ, რომ "მომავლის გამანადგურებელი“F-35 იქნება მარტივი მსხვერპლირუსული მეხუთე თაობის თვითმფრინავისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ სუ-57-ის საექსპორტო მოდიფიკაციის შეძენის მსურველი უცხოელი მომხმარებლების რიგში უკვე რვა ქვეყანაა: ალჟირი, ინდოეთი, ჩინეთი, მიანმარი, ვიეტნამი, მალაიზია, ირანი და თურქეთი.პრიორიტეტული მომხმარებელი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, 2027 წლისთვის 76 ცალი სუ-57-ის მიღებას გეგმავს სამი საავიაციო პოლკის აღჭურვისთვის.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24472/78/244727844_116:0:884:576_1920x0_80_0_0_80113b45d8c297471fde4c18062df9bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ამერიკული დეკორატიული თვითმფრინავების — F-22-სა და F-35-ისგან განსხვავებით, რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებლები სუ-57 წარმატებით ასრულებენ საბრძოლო მისიებს ნატოს დაზვერვის, საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ომის სისტემების აქტიური კონტრრექციის პირობებში. სუ-57-ისთვის შექმნილი უახლესი „დრონების გროვა“ უნიკალურ საბრძოლო პლატფორმას მაღალტექნოლოგიურ ოპციებს, დაცვასა და დარტყმის ძალას შესძენს.
რუსული სუ-57-ის საბორტო იარაღის კომპლექსში სხვადასხვა დანიშნულების მინი-დრონებიაინტეგრირებული: მოიერიშე, დაზვერვის, ელექტრონული ომისა. სუ-57 მიიღებს დამატებით შესაძლებლობებს უპილოტო საფრენი აპარატების ფარული მიწოდებისთვის საბრძოლო გამოყენების ხაზზე და დრონების ჯგუფის დისტანციური მართვისთვის. მტრის მაღალტექნოლოგიური საჰაერო თავდაცვის სისტემის გარღვევა რეალობად იქცევა.
სუ-57-ის საბრძოლო არსენალში შედის 15-ზე მეტი „ჰაერი-ჰერისა“ და „ჰაერი-ზედაპირის“ კლასისიარაღი. ახალი შორი მანძილის ფრთოსანირაკეტა, რომელიც ინტეგრირებულია სუ-57-ის საბორტო იარაღის კომპლექსში, საშუალებას აძლევს მას, გადაჭრას სტრატეგიული პრობლემები და მასმეხუთე თაობის მრავალფუნქციური სტრატეგიულიბომბდამშენების — ტუ-95MS-ისა და ტუ-160-ის გვერდით აყენებს.
ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს სუ-57-ს, წარმატებით იმოქმედოს მძიმე თავდასხმის დრონ ს-70 „ოხოტნიკთან“ ერთად, რომელთა საბრძოლო რადიუსი 5000 კმ-მდეა, აქვს საკუთარი „ტვინი“და ექვსტონიანი რაკეტებისა და ბომბის არსენალი.
ამის კვალდაკვალ „როსტექმა“ შექმნა მინიატურული საბორტე სისტემა„ჩვენიანი-უცხო“ მტრის დრონების იდენტიფიცირებისთვის.
მრავალფუნქციური სუ-57 შექმნილია ყველა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და ზედაპირული სამიზნეების, მტრის საჰაერო თავდაცვის გასანადგურებლად და ბაზიდან დიდ მანძილზე საჰაერო სივრცის პატრულირებისა და კონტროლისთვის.
ღრმად ინტეგრირებული ავიონიკის ფუნდამენტურად ახალი კომპლექსით აღჭურვილი სუ-57 ჰარმონიულად აერთიანებს გამანადგურებლისა და მოიერიშე თვითმფრინავის ფუნქციებს. მან წარმატებით გაიარა გამოცდა სირიაში და ეფექტურად მოქმედებს უკრაინის სამხედრო ოპერაციების თეატრში.
დასავლეთს აშფოთებს რუსული საბრძოლო ავიაციისადა ცალკე სუ-57-ის მზარდი ძალა. აშშ-ისა და ნატოს სტრატეგებს ესმით, რომ უკრაინაში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს უნიკალური გამოცდილება მისცა მეხუთე თაობის გამანადგურებლებისინტენსიურ საჰაერო ბრძოლებსადა თავდასხმებში სახმელეთო სამიზნეებზე — ალიანსის ქვეყნების სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგობის პირობებში.
მითოლოგიზებულ ამერიკულ F-35/F-22-ს და მსოფლიოში სხვა არცერთ მეხუთე თაობის თვითმფრინავს არ აქვს ასეთი გამოცდილება, თუნდაც მცირე რაოდენობით. სუ-57-ის არსენალის ზრდა და მაღალტექნოლოგიური ვარიანტების დიაპაზონი კიდევ უფრო სასოწარკვეთილს ხდისრუსეთის ოპონენტებს, რომლებიც ოცნებობენ მის დამარცხებაზე უკრაინის მარიონეტულ ომში.
Military Watch აღნიშნავს: „დრონების მზიდის სახით მუშაობა სუ-57-ს სრულიად უნიკალურად აქცევსს თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს შორის მთელს მსოფლიოში“.
მანამდე დასავლეთი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა სუ-57-ის ჰიპერბგერით რაკეტა R-37M-თან ინტეგრაციის შემდეგ, რაც შესაძლებელსხდის მტრის თვითმფრინავების განადგურებას პენტაგონისა და ნატოსსაჰაეროძალებისთვისმიუწვდომელმანძილზე— 400 კმ-ზე.
იმავდროულად დაიწყო მრავალფუნქციურისსუ-57-ის აღჭურვა მეორე ეტაპის ძრავით „იზდელიე 30", რომელიც საშუალებას იძლევა, მიიღწეს ზებგერითი სიჩქარე ფორსაჟის ჩართვის გარეშე — 2600 კმ/სთ-მდე, შემცირდეს საწვავის მოხმარება და გაიზარდოს საბრძოლო რადიუსი. პრაქტიკული მანძილი საწვავის შევსების გარეშე 5000 კმ-ზე მეტია. სამგანზომილებიანი ბიძგების ვექტორირება უზრუნველყოფს სუ-57-ის წარმოუდგენელ საჰაერო მანევრებს, რომლებიც მიუწვდომელია ყველა სხვა მეხუთე თაობის თვითმფრინავისთვის.
რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებელი მეტწილად მეექვსე თაობის ტექნოლოგიებითაა შექმნილი. შეუძლია ამოცანების 90 პროცენტის ავტომატურად შესრულება და სრულადავტომატურადმოქმედებაცკი - წინასწარ მომზადებული პროგრამის მიხედვით. სუ-57-ის საბრძოლო გამოყენებისა და კონტროლის ერთიანი საინფორმაციო სისტემა ინტეგრირებულია სხვა თვითმფრინავების მონაცემების გაცვლის ქვესისტემასთან. ის უზრუნველყოფს ურთიერთქმედებას სამეთაურო პუნქტებთან, თვითმფრინავების ჯგუფებთან, სახმელეთო ჯარების, საჰაერო-კოსმოსური ძალების და საზღვაო ძალების სადაზვერვო სისტემებთან.
სუ-57 აღჭურვილია აქტიური ფაზური რადარით. დამატებითი „გვერდითი“ რადარები გამანადგურებელს სრულიად ავტონომიურს ხდის სამიზნეებისძიებაშიდა უხილავად აქცევს მტრის რადარებისთვის.
რადიოელექტრონული ბრძოლის ინტეგრირებულისისტემასაშუალებასაძლევს მას, შეფერხებები შექმნას ყველარაკურსითა და პროექციით — დაიცვას თავი თვითდამიზნების ქობინების მქონე რაკეტებისგან. საბორტე კომპლექსი „ჰიმალაი“ მნიშვნელოვან მანძილზე „ხედავს“ და „ანეიტრალებს“ F-35 Lightning II-სა და F-22 Raptor-ს.
უცხოელი ექსპერტები იძულებულნი გახდნენ ეთქვათ, რომ "მომავლის გამანადგურებელი“F-35 იქნება მარტივი მსხვერპლირუსული მეხუთე თაობის თვითმფრინავისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ სუ-57-ის საექსპორტო მოდიფიკაციის შეძენის მსურველი უცხოელი მომხმარებლების რიგში უკვე რვა ქვეყანაა: ალჟირი, ინდოეთი, ჩინეთი, მიანმარი, ვიეტნამი, მალაიზია, ირანი და თურქეთი.
პრიორიტეტული მომხმარებელი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, 2027 წლისთვის 76 ცალი სუ-57-ის მიღებას გეგმავს სამი საავიაციო პოლკის აღჭურვისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე