https://sputnik-georgia.com/20231130/putinis-didi-preskonferencia-14-dekembers-gaimarteba-284616590.html
პუტინის დიდი პრესკონფერენცია 14 დეკემბერს გაიმართება
პუტინის დიდი პრესკონფერენცია 14 დეკემბერს გაიმართება
Sputnik საქართველო
რუსეთის ლიდერი, ტრადიციულად, წლის შედეგებს პირდაპირ ეთერში შეაჯამებს. 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T15:03+0400
2023-11-30T15:03+0400
2023-11-30T15:03+0400
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/15/284380217_0:123:3063:1846_1920x0_80_0_0_05da4f2aaabaf09d16ad0e14cbfb2f1f.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან „პირდაპირი ხაზი" და დიდი პრესკონფერენცია მისი მონაწილეობით 14 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. ღონისძიებას რუსული მასმედიის წარმომადგენლები და უცხოელი ჟურნალისტები დაესწრებიან. მან აღნიშნა, რომ დროში შეზღუდვა გათვალისწინებული არ არის და პრესკონფერენციაც და „პირდაპირი ხაზიც" ხანგრძლივი ღონისძიებებია. პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ მოქალაქეებისგან კითხვების მიღება დაიწყება პარასკევს, 1 დეკემბერს. კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ღონისძიების ჩასატარებლად შეიქმნა სპეციალური სტუდია, სადაც მასმედიის წარმომადგენლები განთავსდებიან. ამავე დროს, კითხვაზე, თუ სად ჩატარდება ეს ღონისძიება, პესკოვმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე თავის დროზე განაცხადებენ. „პირდაპირ ხაზთან" გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე მიწვეული იქნებიან ჟურნალისტები რუსეთის ყველა რეგიონიდან, ასევე მოსკოვში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები. პირველი „პირდაპირი ხაზი" 2001 წლის 24 დეკემბერს ჩატარდა, რის შემდეგაც ყოველწლიურად ტარდებოდა, გარდა 2004, 2012 და 2022 წლებისა. „პირდაპირი ხაზი" და დიდი პრესკონფერენცია გაერთიანებული ფორმატით წელს პირველად ჩატარდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/15/284380217_8:0:2739:2048_1920x0_80_0_0_0abd5fc5d5a8be711f1d605313482ed3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
პუტინის დიდი პრესკონფერენცია 14 დეკემბერს გაიმართება
რუსეთის ლიდერი, ტრადიციულად, წლის შედეგებს პირდაპირ ეთერში შეაჯამებს.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან „პირდაპირი ხაზი" და დიდი პრესკონფერენცია მისი მონაწილეობით 14 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ღონისძიებას რუსული მასმედიის წარმომადგენლები და უცხოელი ჟურნალისტები დაესწრებიან.
„ვლადიმირ პუტინი წლის შედეგებს 14 დეკემბერს შეაჯამებს. ეს იქნება პროგრამა, კვლავ სატელევიზიო არხების პროექტი, და ეს იქნება „პირდაპირი ხაზისა" და პრეზიდენტის შემაჯამებელი პრესკონფერენციის გაერთიანებული ფორმატი", - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.
მან აღნიშნა, რომ დროში შეზღუდვა გათვალისწინებული არ არის და პრესკონფერენციაც და „პირდაპირი ხაზიც" ხანგრძლივი ღონისძიებებია.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ მოქალაქეებისგან კითხვების მიღება დაიწყება პარასკევს, 1 დეკემბერს.
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ღონისძიების ჩასატარებლად შეიქმნა სპეციალური სტუდია, სადაც მასმედიის წარმომადგენლები განთავსდებიან. ამავე დროს, კითხვაზე, თუ სად ჩატარდება ეს ღონისძიება, პესკოვმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე თავის დროზე განაცხადებენ.
„პირდაპირ ხაზთან" გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე მიწვეული იქნებიან ჟურნალისტები რუსეთის ყველა რეგიონიდან, ასევე მოსკოვში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები.
პირველი „პირდაპირი ხაზი" 2001 წლის 24 დეკემბერს ჩატარდა, რის შემდეგაც ყოველწლიურად ტარდებოდა, გარდა 2004, 2012 და 2022 წლებისა. „პირდაპირი ხაზი" და დიდი პრესკონფერენცია გაერთიანებული ფორმატით წელს პირველად ჩატარდება.