კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიყო

© photo: Sputnik / Stringerენმ-ის წინასაარჩევნო სიმბოლიკა
ენმ-ის წინასაარჩევნო სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და ამჟამინდელ ლიდერებს შორის კონფლიქტმა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილება გამოიწვია
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი დამარცხება მოყვება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
იმის შესახებ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 26 ნოემბერს განაცხადა და ჟურნალისტ ვახო სანაიას ეს წერილობით დაუდასტურა. მეორე დღეს, ორშაბათს, პარტიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ მელია ენმ-ის წევრი აღარ არის და ეს საკითხი საბოლოოდ დაიხურა.
„პროცესი ტოტალური საარჩევნო მარცხით დასრულდება. მეცხრედ წააგებენ არჩევნებს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც დღეს „ნაცმოძრაობაში“ არის, ეს პარტია ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიყო. ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი არის მელია. ეს პროცესები გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის აზრით, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში საარჩევნოდ პარტიის დაშლით დასრულდება.
„ნულს ქვემოთ" - დეპუტატი „ნაცმოძრაობაში" შექმნილ ვითარებაზე >>
მისი თქმით, პარტიის დაკომპლექტებისთვის „ნაცმოძრაობისთვის“ არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსების არც ინტელექტი, არც სინდისი.
„არც ინტელექტი არ არის საინტერესო ამ პოლიტიკური პარტიისთვის, არც სინდისი, არც არაფერი. ამიტომ არის ეს პოლიტიკური პარტია მძიმე მდგომარეობაში, რაც ლოგიკურია. როგორიც არის პარტია, ისეთივე არიან სახეები და როგორიც არიან სახეები, ისეთივე არის პარტია“, - განაცხადა კობახიძემ.
29 ნოემბერს „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისი შემადგენლობის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. პოლიტსაბჭოს დაემატა 20 წევრი - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იზიარებენ პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიცირებულს „ერთობის მანიფესტს". ახალ წევრებს შორისაა პარტიის ძველი სახეებიც - სევდია უგრეხელიძე და ნიკა ვაჩეიშვილი.
ამასთან, „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას „ნაცმოძრაობის" რიგი რაიონული ორგანიზაციებისა და საკრებულოს წარმომადგენლები ამ დრომდე ითხოვენ. ისინი ხაბეიშვილს მოუწოდებენ პასუხისმგებლობა აიღოს პარტიაში არსებულ უმოქმედობასა და გაღრმავებულ შიდა დაპირისპირებაზე, რაც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკა მელია შეცვალა.
მოწოდებას ამჯერად კახეთის რეგიონული ორგანიზაცია შეუერთდა. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ სიღნაღის, თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონის საკრებულოების ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აქტივისტები და თანამებრძოლები.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
ბეჟაშვილი: სხვისი ხუშტურის გამო „ნაცმოძრაობა" ახალ არჩევნებს არ ჩაატარებს>>>
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
ამასთან, ოფიციალურად სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრიც კი არ არის. მას არ აქვს უფლება იყოს პარტიის წევრი საქართველოში, რადგან არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა - მსჯავრდებულმა სააკაშვილმა მოქალაქეობაზე უარი მრავალი წლის წინ, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ თქვა.
ყველა ახალი ამბავი
0